logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ჩვენთან სიფხიზლე მოდაში არ არის, თრობაა მოდაში, მათ შორის, თანამდებობით!
- +

5 მარტი. 2016. 01:29




სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე „რადიო თავისუფლება"-ში ია ანთაძე საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელე საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს:



„სამწუხაროდ, მოწოდებები ვერ შველის ამ საქმეს. დიდი სიფხიზლეა საჭირო იმისთვის, რომ მაღალი თანამდებობის პირი სამაგალითო იყოს თანამოქალაქეებისთვის. ჩვენთან კი სიფხიზლე მოდაში არ არის, თრობაა მოდაში, მათ შორის, თანამდებობით."- აღნიშნავს ანთაძე.


მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს...

ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×