logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: სწორედ ამგვარი მოღვაწეობის შედეგად მივიღეთ ე.წ. „ნაციონალური ელიტა“...
- +

8 მარტი. 2016. 02:47


„მონდიალიზმი, ანუ კორპორატოკრატია და საქართველო"- თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს სადაც თანამედროვე მსოფლიოს შესახებ წერს:



„თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტრანსნაციონალური კორპორაციების, ბანკების ფინანსური და პოლიტიკური შესაძლებლობები ხშირად რამდენჯერმე აღემატება ძლიერი სახელმწიფოების ბიუჯეტსაც კი, ხოლო საქართველოს მსგავს სუსტი ქვეყნების ბიუჯეტს რამდენიმე ათეულ და ასეულჯერაც.

 

გასათვალისწინებელია ის, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ბანკების სისტემის ინტერესები ხშირ შემთხვევაში და უმეტესწილად კარდინალურად ეწინააღმდეგება ნაციონალური სახელმწიფოების ინტერესებს.

 

თანამედროვე მსოფლიოს გლობალურ წინააღმდეგობათა ძირითადი შინაარსი მდგომარეობს უწყვეტ ბრძოლაში ნაციონალურ სახელმწიფოებსა და გლობალისტურ ძალებს შორის.

 

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალა ხშირად აშშ- სახელმწიფოსთანაა გაიგივებული, რაც დიდი შეცდომაა. ვითარების ამგვარი აღქმა ისტორიულ-პოლიტიკური პროცესის ძველ, გეოგრაფიულ მიდგომებზეა დაფუძნებული და ახალი ეპოქის რეალიებს ვერ ითვალისწინებს.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში შემუშავდა მონდიალიზმის კონცეფცია (მონდიალიზმი არის სახელმწიფოების, ერების, კულტურების გაერთიანება, რომლის მიზანია ერთგვაროვანი, ნაციონალური სახელმწიფოებისგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნა). მონდიალისტების საყრდენი - მათი ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერის ძირითადი ბაზა, აშშ-ში მდებარეობს.

დღეისათვის ამ გლობალური წარმონაქმნის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებისათვის სამი ძირითადი მონდიალისტური ორგანიზაცია არსებობს:

 

პირველი - „საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო" (რომელიც 1921 წელს ამერიკელმა ბანკირმა მორგანმა დაარსა). ეს არაოფიციალური ორგანიზაცია აშშ- მსოფლიო სტრატეგიას ამუშავებდა. მისი საბოლოო მიზანი იყო მთელი მსოფლიოს უნიფიკაცია და მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება;

 

მეორე - „ბილდელბერგის კლუბი". 1954 წელს წელს დაარსდა. იგი აერთიანებს არა მარტო ამერიკელ ანალიტიკოსებს, პოლიტიკოსებს, ფინანსისტებს და ინტელექტუალებს, არამედ, დასავლეთ ევროპელ კოლეგებსაც;

 

მესამე - „სამმხრივი კომისია". ეს ცენტრი 1973 წელს დაარსდა, როკფელერების ოჯახის მიერ, რომელიც იმ დროისთვის 500-მილიარდიან ქონებას აკონტროლებდა. მას სათავეში ედგნენსაერთაშრისო ურთიერთობათა საბჭოს" დაბილდელბერგის კლუბის" ამერიკელი წარმომადგენლები. „სამმხრივი კომისიის" პრეზიდენტია დევიდ როკფელერი - „ჩეიზ მანჰეტენ ბანკის" მეპატრონე. კომისიაში 200 წევრი შედის. იგი სამ დიდ სივრცეში ფუნქციონირებს: )ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ) ევროპა), )იაპონიის მიერ კონტროლირებადი წყნარი ოკეანის ნაწილი. „სამმხრივი კომისია" მსოფლიო სიმდიდრის 60%- აკონტროლებს.

 

ბილდელბერგის კლუბის" დასამმხრივი კომისიის" აღმსასრულებელი ორგანოაეროვნული უსაფრთხოების სააგენტო". აქ შეცდომაში არავინ შევიდეს, სიტყვა ეროვნულის (national) გამო, ვინაიდან ის არ არის აშშ- სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანო. აშშ- კონგრესს უფლება არა აქვს ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ანგარიში მოთხოვოს.

 

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო" 1952 წელს, პრეზიდენტ ტრუმენის დროს შეიქმნა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი აგენტი და თანამშრომელი ჰყავს. აღჭურვილია უაღრესად მოწინავე ელექტრონული აპარატურით. მისი განკარგულებაში მყოფი სუპერკომპიუტერები სააგენტოსთვის საჭირო ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან კრეფენ და აანალიზებენ. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად არაფრად აგდებენ ნაციონალური სახელმწიფოების საზღვრებს და კანონებს, რისი ბოლო და ნათელი დადასტურებაც .. „სნოუდენის სკანდალი" იყო.

 

ეს არის გიგანტური საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მთელ მსოფლიოს უსმენს და უთვალთვალებს. მსოფლიოს მონდიალისტური მოდელი სახელმწიფოებისა და ხალხების რაიმე ტიპის სუვერენიტეტს მთლიანად გამორიცხავს.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ- ფედერალური ბანკი, თავისი უზარმაზარი ფულად-ქონებრივი რესურსებით მთლიანად ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ბანკების სისტემების საკუთრებაშია. ცხადია, ამ უკანასკნელთა მიღმა ოჯახური კლანები დგანან.

 

საინტერესოა რომაშშ- გადასახადების გადამხდელთა ნაციონალურმა კავშირმა" ფედერალური ვალი არაუზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩათვლით, 17 ტრილიონი დოლარით განსაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ამერიკელზე მოდის ფედერალური ხაზინის ვალი, 145 ათასი დოლარის მოცულობით.

 

ამასთან, თვითონ ხაზინა გლობალური მევახშეთა საბირჟო ელიტის, ანუ ზემოთ აღნიშნული კლანების მოვალეა. ამ უკანასკნელთა ინტერესებში შედის სახელმწიფოთა დამოუკიდებელი ეკონომიკის დაკარგვის ორგანიზება და მისი ჩართვა გლობალურ მონდიალისტურ იმპერიაში. ამ მიზნით ნაციონალურ სახელმწიფოებს თავს ახვევენ ეკონომიკის .. ინტერნაციონალური ნეოლიბერალიზმის მოდელს, რომელიც ცვლის და რომელმაც მომავალში საბოლოოდ უნდა დაიქვემდებაროს ნაციონალური ეკონომიკები. საუბრებითავისუფალ ბაზარზე", „ბაზრის თვითრეგულირებაზე" მხოლოდ ინფორმაციული საფარველია საბოლოო მიზნის მისაღწევად.

 

როგორც ფრიდრიხ ლისტი თავის ცნობილ ნაშრომში - „პოლიტიკური ეკონომიის ნაციონალური სისტემა" წერდა, ჩამორჩენილი ქვეყანა, ლიბერალური, ღია საბაზრო ეკონომიკით, განვითარებულს ვერასდროს დაეწევა და ეს სისტემა ქვეყნებს მუდმივი სიღატაკისთვის სწირავს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონდიალისტურმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების ახალი, მანამდე არნახული ტექნოლოგიები. ბოლო ათლწეულების მანძილზე მათგან მართვად ქვეყნებში პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების არჩევნები სწორედეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს" მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის ტარდება.

 

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში" შექმნილია სისტემაინკუბატორი". აქ მიმდინარეობს სათანადო კადრების შერჩევა და აღზრდა, რომლებმაც უნდა დააკომპლექტონ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური, ინტელექტუალური, თუ სამხედრო ელიტა. ისინი ორ ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ; პირველი - უნდა გააჩნდეთ პატივმოყვარეობა, შეეძლოთ წარმოადგინონ თავი და დაიმსახურონ საზოგადოების მოწონება. მეორე - იყვნენ მართვადნი, ჰქონდეთ დოკუმენტირებული კომპრომატი წარსულში, ან ფარული მანკიერება, რათა აუცილებლობის შემთხვევაში კონტროლს დაექვემდებარონ.

 

სასურველია, რომ კანდიდატები იყვნენ აბორიგენი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ განწყობილნი, რისთვისაც შერჩევა მიმდინარეობს სექსუალური, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისგან.

ცხადია, ადგილობრივთა მოსატყუებლად გამოიყენება სხვადასხვა სპეციალური მეთოდი.

ამ პარამეტრებით შერჩეულ კანდიდატებს სისტემა კარიერულ წინსვლაში ეხმარება, რაშიც შედის ამა თუ იმ გზით მოწინააღმდეგეთა ჩამოცილება არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით.

 

სწორედ ასე იქმნება .. „კვისლინგები", რომლებიც ემსახურებიან პატრონებს და მზად არიან პირადი გამორჩენისათვის უღალატონ საკუთარ ხალხს და სამშობლოს.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ახალი გლობალური ძალების ინტერესები არ ემთხვევა აშშ- ნაციონალურ ინტერესებს და თვითონ ეს უძლიერესი სახელმწიფო მონდიალისტებისა და მათი მოწინაღმდეგეების ბრძოლის არეალია. მეტსაც ვიტყვი - ძირითადი ბრძოლები სწორედ იქ მიმდინარეობს. ეს კარგად უნდა ესმოდეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ანტიამერიკანიზმი ლამის რელიგიად გადაიქცა.

 

მორჩილი უმაღლესი რანგის ხელმძღვანელების შექმნასთან ერთად, მონდიალისტები ცდილობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე კონტროლი დაამყარონ და მართვადი, .. ელიტა შექმნან, რათა ერებს თავს მოახვიონ მათთვის მისაღები ცხოვრების მოდელი , რომლის ბაზისადაც ბოლო დრომდე .. ამერიკული ცხოვრების წესი გამოიყენებოდა.

 

სწორედ ამგვარი მოღვაწეობის შედეგად, რომლის ავანგარდში ამ სისტემის საქართველოს ფილიალითავისუფლების ინტიტუტი" იყო, მივიღეთ .. ნაციონალური ელიტა. ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი გააკეთა ზემოთ აღწერილი ინსტრუქციების ცხოვრებაში გასატარებლად, რისი დამანგრეველი შედეგებიც ქართველმა ხალხმა თავის თავზე გამოსცადა."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×