logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჯერ იყო შოკი, შემდეგ ვერ შეგუება...
- +

9 აგვისტო. 2016. 00:10



ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2008 წლის 8 აგვისტოს ომს იხსენებს:



„უმძიმესია ჩემთვის აგვისტოს ეს რამდენიმე დღე...

 

2008 წელს იყო ჯერ შოკი, შემდეგ ვერ შეგუება - წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა ჩემს სამშობლოში მომხდარიყო, მეგონა ეს ყველაფერი ჯერაც მოუშუშებელ 90-იანებში დარჩა, და ბოლოს გაბრაზება- რატომ?! და ყველა ასე გაბრაზებულები ვართ დღემდე - ამ ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, ამ ქვეყნის ყველა შვილი - მავთულხლართის ორივე მხარეს. ამ ბრაზს ქვია დღეს პატრიოტიზმი - და თუ გვინდა ქართველობის, აფხაზობის, ოსობის შენარჩუნება, თუ გვინდა ყველა ეროვნების ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნება - ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ვეომოთ ჩვენს სისხლიან წარსულს ჩვენს ჭრილობებს და გაუცხოებას, მხოლოდ ასე დავძლევთ მტრობას, საერთო ტკივილს და შევქმნით მშვიდ, მშვიდობიან, საერთო მომავალს!"- აღნიშნავს კალაძე. 


 

right_banner
არქივი
right_banner