logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გიორგი მარგველაშვილი ბოკერიას მონობის ქვეშ იმყოფება!
- +

9 აგვისტო. 2016. 23:21


პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი  სანდრო ბრეგაძე საქართველოს პრეზიდენტს ღიად უპირისპირდება.


„ჩემთვის მარგველაშვილი აღარაა საქართველოს პრეზიდენტი. ის გახლავთ შეშინებული და ბოკერიას მონობის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელიც უნდა წავიდეს და მოცილდეს ქვეყანას!"- აღნიშნავს ბრეგაძე.




ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება", - ამის შესახებ  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.


საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?".


ცესკო-ს განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკო-ში 13 მაისს შევიდა.


"მათ მიერ მოთხოვნილი იყო სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარება. კანონმდებლობა ითვალისწინებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის ფორმულირების დაზუსტებას. 12 ივნისს სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ დაზუსტებული იყო აღნიშნული საკითხი - მათ მიერ კითხვის ფორმულირება დარჩა უცვლელი. ამის შემდეგ საკითხი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რეგისტრაციაში გატარდა. შემდგომში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს", - განმარტავენ ცესკო-ში.


კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად. ამ 30 დღის განმავლობაში მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდებოდა.


 

right_banner
არქივი
right_banner