logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ “პაჩკა სიგარეტის” თანხა
- +

10 აგვისტო. 2016. 15:00



მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი  სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. ზურაბიშვილი მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს, მის საარჩევნო ფონდში "პაჩკა სიგარეტის" თანხა გადარიცხონ.


„მიმართვა პირველი! მთაწმინდის ამომრჩეველს მივმართავ! ჩემი საარჩევნო ფონდი გაიხსნა! მთაწმინდაზე 43.372 ამომრჩეველია! პირველ ტურში გასვლისთვის საჭიროა 21.687 ხმა! ჩემო ამომრჩეველო, მხარდაჭერის ნიშნად ყველას მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ "პაჩკა სიგარეტის" თანხა (ანუ 3 ლარი) დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში:

საქართველოს ბანკი - GE24BG0000000730946400", -წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

right_banner
არქივი
right_banner