logo_geo
eng_logo
ირაკლი სულაძე: სულხან-საბას ღვაწლი ამას ემსახურებოდა, რომ საქართველოში „სოდომისტობა“ მიგვეღო კანონად?
- +

10 მარტი. 2016. 20:51


 

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" წევრი ირაკლი სულაძე ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონებას საქართველოში მიუღებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ გარკვეული ორგანიზაციები ევროპულ ღირებულებებს დამახინჯებულად ავრცელებენ, რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. 


ამის შესახებ ირაკლი სულაძე სოციალურ ქსელში წერს:


„დღეს ჩვენს ქვეყანაში ევროპელი და ზოგადად დასავლელი პოლიტიკოსები თუ .. „უფლებდამცველებიდა მათ ფრთას ამოფარებული, სისხლით და ხორცით ქართველი გარკვეული ჯგუფები გვიქადაგებენ დასავლური ღირებულებების უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე, დემოკრატიაზე, და .. გამოდის, რომ თუ ევროპა და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა, უნდა შევეგუოთ ყოველივე სიბილწეს, მათ შორის, აუცილებლობას წარმოადგენს ლგბტ პირთა მიმართ ლოიალურად დამოკიდებულებაში ყოფნა, კერძოდ,მათი უფლებებისა და პროპაგანდის უზრუნველყოფა იყოს დაცული უფრო მეტად, ვიდრე ეს შესაძლებელია ან დასაშვები. - კი მაგრამ, რატომ? - ეს არის ის ევროპა? სულხან-საბას ღვაწლი, რა, ამას ემსახურებოდა? რომ საქართველოს შორეულ მომავალში აღვირახსნილობა (სოდომისტობა) მიგვეღო კანონად?... - არა და არა!

დიახ, ბატონებო, არის კანონთა კრებული, სადაც ადამიანის უფლებები არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და დაწერილი, მივესალმები, მაგრამ არის ასევე კანონთა კანონები - სინდისი, ზნეობა, ტრადიცია.

ევროპა! ევროპული კულტურა! - რა არის ევროპა? - მოცარტი, ბეთჰოვენი, . ცვაიგი, . ჰიუგო თუ ერთსქესიანთა ქორწინება? მე მიყვარს ევროპა მისი კულტურული მემკვიდრეობით, და ამას ვესწრაფვი.

- ძალიან მარტივად რომ ვთქვა, უბრალოდ ვერ მივიღებთ იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის როგორც ასეთი, ვაზი, იცით, რას ნიშნავს, პურის თავთავი, იცით, რას ნიშნავს? ჩვენი ფოლკლორი, იცით, რას ნიშნავს? ბოლოს და ბოლოს, იყო ქართველი, იცით, რას ნიშნავს?... - ვფიქრობ, ეს მცირედი ჩამონათვალი სრულიად საკმარისია მისახვედრად იმისა, რომ გაიგოთ საქართველო და იყო ქართველი, რას ნიშნავს.

სულ პატარა ჭეშმარიტება კიდევ: ადამიანის მიერ დაწერილი კანონი, ღვთის მიერ დაწერილ კანონებთან მგონი რომ საერთოდაც ვერ მოვა, პლუს საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება საქართველოს მცველი, ვინც რა არ უნდა მოიფიქროთ და თავს მოგვახვიოთ, არასოდეს არ ეცადოთ, აზრი არ აქვს".



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×