logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ხვალ, გიგანტური ხის ტრანსპორტირება- გადარგვა საქართველოში პირველად მოხდება!
- +

12 მარტი. 2016. 00:07


ჟურნალისტი გიორგი უძილაური ციხისძირიდან გიგანტური ხის, „ლირიოდენდრონის" გადატანის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ გაბარიტების მქონე ხის გადარგვა პირველად ხორციელდება:


„ხვალ, საქართველოში პირველად მოხდება გიგანტური ხის ტრანსპორტირება- გადარგვა ციხისძირიდან ურეკის მიმართულებით.

 

ხე-ტიტა (ლირიოდენდრონი) იწონის 650 ტონას და სიმაღლეში 40 მეტრს აღწევს. სამუშაოებმა ხის ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებლად დაახლოებით 2 თვე გასტანა. სპეცტექნიკამ მოთხარა ხის ფესვების გარშემო მიწა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ფესვების ნიადაგთან ერთად შეკვრა სპეციალურად კონსტრუირებულ „ქოთანში" და მისი აწევა მიწის ზედაპირიდან 2 მეტრამდე სიმაღლეზე.

 

ხვალ, ორი უზარმაზარი სატვირთო მანქანა თავის თავზე აიღებს 650 ტონიანი ხის სიმძიმეს და დაახლოებით 200 მეტრს გაატარებს ზღვის სანაპირომდე, სადაც ხე გადატანილ იქნება ბარჟაზე და უკვე ზღვით მოხდება მისი ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე.

 

დიდი ზომის ხეების ტრანსპორტირებაში, ამ ტრანსპორტირებას, მისი სირთულიდან გამომდინარე, პრეცენდეტი არ აქვს, მსოფლიოში არ მომხდარა ამ ზომების ხის ტრანსპორტირება ჯერ ხმელეთით, ხოლო შემდეგ ზღვის ტრანსპორტით და უფრო მეტიც, ხვალინდელი ტრანსპორტირება, შესაძლოა შევიდეს გინესის რეკორდებში, რადგან 40 მეტრის სიმაღლის და 650 ტონის სიმძიმის ხე, ჯერ არავის გადაუადგილებია.

 

და ბოლოს, ეს ტრანსპორტირება უნიკალურია იმითაც, რომ დღემდე მსგავსი სამუშაოები ამ ზომის ხის ტრანსპორტირებისთვის საქართველოში არ მომხდარა და კომპანია "ზიმო" პიონერია ამ საქმეში. ეს ის კომპანიაა, რომელმაც თავის დროზე, ბათუმის ერთ ერთ ცათამბჯენზე "ეშმაკის ბორბალი" დაამონტაჟა."- აღნიშნავს უძილაური. 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×