logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: დიდი ალბათობით, აუდიოჩანაწერები თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა...
- +

14 სექტემბერი. 2016. 23:26




ანალიტიკოსუი არჩილ გამზარდია ნიკა გავარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარულ აუდიოჩანაწერის გავრცელებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მომხდარ ფაქტში მთავარი სულ სხვა რამ არის:




„ჩემთვის თითქმის არ იწვევს ეჭვს, რომ დიდი ალბათობით, აუდიოჩანაწერები თავად ნიკა გვარამიას მიერაა გავრცელებული, ამით ის რამდენიმე მიზანს შეისრულებს:

 

1. თუ კი მაინც იყო შეკითხვები დარჩენილი, ამით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" პროდუქტია.

 

2. თუ ელემენტარული გონიერება აქვთ, გირჩი უნდა გამოვიდეს ბლოკიდან და ამით ეს ბლოკი ბევრად განიარაღდება, სამაგიეროდ ბლოკზე სრულ კონტროლს კვლავ ნაციონალები აიღებენ.

 

3. მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი, რომლის ნაწილი გადანაწილებული იყო ვაშაძე-გირჩებზე, კვლავ საკუთრივ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს გადავა, რითიც პროცენტული მაჩვენებელი ნაციონალების უფრო გაიზრდება.

 

4. თავად ფაქტი, რომ კადრები გავრცელდა, ხელისუფლების მისამართით იქნება ნეგატივი, ასე, რომ აქაც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები არის გამოხატული.

 

5. მესიჯები, რომლებიც გვარამიასგან ვრცელდება, აწყობს მხოლოდ გვარამიას და "ნაციონალურ მოძრაობას" ("პოლიტ პატიმრები"... და .. სხვა კლასიფიკატორები).

 

მაგრამ... ეს ყველაფერი სულაც არაა მთავარი, არამედ ის, რომ: ტელევიზიის დირექტორი მართავს პოლიტიკურ პარტიას და ერევა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, ახდენს ზეწოლას მათზე და .. - ეს შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა იქნას შესწავლილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი მართავს საინფორმაციო სამსახურების მუშაობას და ჟურნალისტურ თავისუფლებაში პირდაპირ ერევა, რაც ამ საუბრიდან გამოიკვეთა და ამაზე ასევე შესაბამისმა ორგანიზაციებმა, წესით უნდა გამოხატონ აზრი და შეაფასონ."- წერს გამზარდია. 


 

right_banner
არქივი
right_banner