logo_geo
eng_logo
„გადატრიალებას ამზადებენ ეს გარეწრები, სამწუხაროდ, ეს არ არის ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი“
- +

27 სექტემბერი. 2016. 17:05


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია „facebook"-გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მონაწილეობით, ფარული ჩანაწერის ვიდეორგოლს აქვეყნებს და წერს, რომ „ამ რამდენიმეწუთიან ჩანაწერში, საუბარია სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ არის".



აუცილებლად უყურეთ, რამდენიმე წუთია. სრულიად კონკრეტულ გადატრიალებას ამზადებენ ეს გარეწრები! სამწუხაროდ, ეს არ არის არც ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფი, და არც მტრის ხატის ძიება, უსმინეთ.

 

ესენი იმდენს იზამენ, რომ მართლაც მოუწევთ ლინჩის წესით გასამართლება! ჰო, ბოლოს ფარჩაკი ბობოხიძე იმასაც კი ტრაბახობს, მე სამხედრო გადატიალების დაგეგმვაში მაქვს მონაწილეობა მიღებულიო", - წერს გამსახურდია



ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების აუდიოჩანაწერი დღეს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.



გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×