logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: მე რამდენჯერ მცემეთ? თქვენი სადისტი დედები მომიკითხეთ...
- +

8 იანვარი. 2017. 16:03



„საქართველის რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმიანება:


მე რამდენჯერ მცემეთ? თქვენი სადისტი დედები მომიკითხეთ... ძვლებს რომ მიმსხვრევდით მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას? მოძალადე რომ იქნები წლები, მერე რესტორანში შეიძლება წამოგარტყას ყურის ძირში, პროკურორობით თავზე გასული რომ ჩაგრავდი, იმ კაცმა, ვინც დაჩაგრე ძალაუფლებით. დიახ, ყოველ შეხვედრაზე ნერვებს ვთოკავ კბილებით რომ რასაც იმსახურეთ ის არ გავაკეთო, სადამდე შევძლებ თავის შეკავებას არ ვიცი. დიახაც, არავის და არაფერს ამოეფარება თქვენგან განსხვავებით ზონდერებით რომ გვისწორდებოდით. აი, ესე ღიად მივა, ჩვენებასაც მისცემს და ჩხუბზე რაცაა და როგორცაა აგებს პასუხს კანონოს წინაშე. ეგ თქვენ იყავით აქციებიდან გასულ ადამიანებს სადარბაზოებში რომ ეპარებოდით უკნიდან, ერთ კაცს თხუთმეტი ხელკეტიანი რომ სცემდა რა, დაგავიწყდათ? გადაღებულიც ხომ არის აქციიდან გასულ მოქალაქეს მსოფლიო ბანკის ოფისთან რომ გადაუკეტეთ გზა, მანქანიდან გადმოათრიეთ, გახეთქეთ ცემით, წაართვით მანქანა და დააგდეთ შუა ქუჩაში ნაცემ-ნაგვემი. გატაცებულ ადამიანებს მუხათგვერდში რომ ვპოულობდით დაგავიწყდათ? დიახ პროკურორო გვარამია, შენ აკეთებდი ამას და ახლა არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო...

რესტორნებში ყოველ დღე ვიღაცა ჩხუბობს, არც ეს იქნება ბოლო ჩხუბი დამიჯერეთ, ხვალაც იჩხუბებს ვიღაც", - წერს დაჩი ცაგურია.

 



 

right_banner
არქივი
right_banner