logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: თანამდებობაზე ყოფნის დროს უბედურებებს არ უნდა მოაწერო ხელი, რომ მერე ქუჩაში გასვლის არ გეშინოდეს!
- +

8 იანვარი. 2017. 19:20



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება.

 

რამდენი არაადექვატური ადამიანი ყოფილა საქართველოში, შეხედე შენ?! თურმე რამდენ არაადექვატურს გაუხარდა ნიკა გვარამიას ცემა და კიდე რამდენი ემუქრება სახით ასფალტზე ხოხიალით... ზოგი რელიგიურად" აწვება ამ ფაქტს - შობის დღეს რა ნამუსით უნდა სცემო კაცი, რაც არ უნდა რამე ჰქონდეს მიქარულიო? საერთოდ, ცემა-ტყეპა ისევე არ მომწონს, როგორც ადრე არ მომწონდა და არც მომავალში მომეწონება, ეს ნაღდად ვიცი, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა და მაგრად არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვით: ნაცების დროს არ იყო (რომელ რეჟიმსაც გვარამიაც წარმოადგენდა), როცა ციხეში პატიმრებს ზუსტად შობის ღამეს იფენდნენ წიხლის ქვეშ იმის გამო, რომ სარკმელში სანთელს ანთებდნენ? ნაცების დროს არ იყო, როცა სულ წიხლზე ეკიდათ შობაც, ახალი წელიც და რელიგიური დღესასწაულებიც - პატარა რამეზე ისე გაგხევდნენ ცემაში, რომ პატრონი ვეღარ გცნობდა? სილის გაწნა გაგიკვირდათ კაცისთვის, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არაერთი ადამიანის გაუბედურებაში ღებულობდა მონაწილეობას?

აი, ის სასტავი რომ იცავთ ახლა გვარამიას, ვისაც სამეგრელოს კასრებში ნაპოვნი კაცების გაუპატიურების კადრები დადგმული გგონიათ, ეს არ მიკვირს - სირები ხართ და თეთრი შავისგან ვერ გაგირჩევიათ, მაგრამ სხვები რომ გახდით ახლა "დედა ტერეზები", ამ ქვეყანაში არ გიცხოვრიათ და არ იცით, რა დღეში იყო ხალხი? თქვე დეგენერატებო, რაც გაწყობთ იმას რომ ხედავთ, რაც ხდებოდა იმას რატომ არ იმჩნევთ? გვარამია სცემეს? - თვითონ ცემის ფაქტი ძალიან ცუდია, ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ ცხოვრება ბუმერანგივითაა - დაუშავებ ვინმეს რამეს? მომავალში უარესს მიიღებ! გაამწარებ ადამიანს? - მომავალში შენ გაგამწარებენ! ამიტომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, კაცი არ უნდა გამოსირდე და უბედურებებს არ უნდა მოაწერო ხელი, იმიტომ, რომ ხვალ იმ თანამდებობაზე აღარ იქნები და მერე ქუჩაში გასვლის არ უნდა გეშინოდეს!

ლამის, მთელ საქართველოს რომ შენი ცემა უხარია, უნდა დაფიქრდე ამაზე და უნდა მიხვდე, რომ მინიმუმ, არასწორი ტიპი ხარ!

P.S. - რატი გაჩეჩილაძეს გვარამიას ცემისთვის სასჯელად ჯარიმაც ეყოფა. წერტილი!" _ წერს ნინო ლაბარტყავაfacebook"-ზე.



 

right_banner
არქივი
right_banner