logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: რომელმა 9 წლის ბოღმამ ამოასხა „სამართლიან“ „გრეჩიხა ჯუნიორს“?!
- +

8 იანვარი. 2017. 16:43



პარტია „იმედის" ლიდერი  ირინა სარიშვილი  facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

 

„რომელმა 9 წლის ბოღმამ ამოასხა „სამართლიან" „გრეჩიხა ჯუნიორს" - მამამისი რომ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, წარმატებული ბიზნესი რომ ჰქონდა შევარდნაძის დროიდან დაწყებული მიშას დროის ჩათვლით?! ფულის თვლა თუ იცით, წლებიც დათვალეთ და არ გამოგივათ 9 წელი კაიბიჭებო!

 

ეს ისე, ლირიული გადახვევა...

 

ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ბოღმის ვადას, ან იმას, ჭირის სუფრა იყო თუ ლხინის, ან თუნდაც შობა იყო თუ ჩვეულებრივი დღე?! რა მნიშვნელობა აქვს ვინმე გევასება თუ არ გევასება?!

 

ქალებო, რომლებიც ორგაზმამდე მიგიყვანათ ამ ამბავმა, არავის უთქვამს თქვენთვის, რომ ამ სიამოვნების განცდის გაცილებით უფრო ეფექტური საშუალება არსებობს?!

 

შარვლიანებო, რომლებიც აქედან კაკუნით მიესალმებით ამ სისაძაგლეს - დედამ და მამამ არ გასწავლეს რა არის კაცობა?!", - წერს სარიშვილი. 


 

right_banner
არქივი
right_banner