logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ჰა, რას იტყვით?..
- +

8 იანვარი. 2017. 22:26



ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„აქა ამბავი რატი „გრეჩიხიჩისა" და ჯონ „ჯეკოვიჩისა"...

 

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას (რომლის კურსდამთავრებულნიც, ჩემდა ძალიან სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანებში, უკვე მერამდენე მსხვერპლად გვევლინებიან), გვიკითხავდენენ აფექტის პირობებში ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკას. აღმოჩნდა, რომ წინარე ათწლეულობის განმავლობაში, მეცნიერება უარყოფდა აფექტის დადგომის შესაძლებლობას ხანგრძლივი დროის გასვლის შემდგომ, თუმცა ერთმა პრეცედენტმა ამ თეორიებზე წარმოდგენები შეცვალა: ქუჩაში სეირონობისას, მეუღლის მძაფრ რეაქციებზე, ქმარმა, რომელიც გახლდათ სამხედრო პირი და ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, უცებ დარწმუნებით შეიცნო რამოდენიმე წლის წინ მისი მეუღლის გაუპატიურების და სხეულის დაზიანების ჩამდენი პირი (რომელიც ემალებოდა გამოძიებას) და წამიერად დააცალა ერთი მჭიდი ზედ და „დატოვა ადგილზე" (როგორც „ნაღდი თბილისელები" იტყვიან). შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს იყო „ჩვეულებრივი" აფექტის მდგომარეობა (როგორც მახსოვს, არათუ ფიზიოლოგიური აფექტის, არამედ პათოლოგიური აფექტის).

 

ამავე ფაკულტეტის კურსდამდავრებულებს ისიც გვამცნეს, რომ ათეულობით ურთიერთ გამომრიცხავი იდეოლოგია მაინც თანხმდებოდა ელენეტარულ ჭეშმარიტებაზე, რომ ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, როგორიც არის სახელმწიფო, სხვა მნიშვნელოვან ამოცანებთან ერთად, წარმოადგენს კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

 

„ამხელა ცოდნაშძენილმა" იურისტებმა, როცა საქართველოს მე-19 საუკუნის ისტორიასაც გადავხედეთ (რომელიც სკოლაში მართლა სანაქებოდ შეგვასწავლეს, მაგრამ ან ასაკი არ გვიწყობდა ხელს დაკვირვებისათვის, ან წლებთან ერთად მიგვიწყებია), აღმოჩნდა, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მეფის რუსეთის წინააღდეგ წარმოებული აჯანყებებს, აერთიანებდა ერთი საერთო და მეტად მეტყველი გარემოება. იმ ეპოქაში, როდესაც უკიდურესი სიღარიბის გამო, ხალხს შვილები ეხოცებოდა შიმშილით და გზაჯვარედინებზე ტოვებდნენ, რომ ვინმეს წაეყვანა, შეეფარებინა და ეშვილებინა, მეფისადმი მიწერილ წერილებში აჯანყებულთა მთავარი პრეტენზია გახლდათ ის, რომ „იმპერიის მოსამართლენი სამართალს კი არ ემსახურებოდნენ, არამედ გამოჰქონდათ მიკერძოებული, სუბიექტური განაჩენები და გადაწყვეტილებები" (ანუ სოციალური პირობების გაუმჯობესებას კი არა, „სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებას" ითხოვდნენ).

 

იმის თქმა მინდოდა, რომ ჩამოდგა ერი ხელებდალაპიწებული და „გრეჩიხას" შვილმა „ზნეობრივი საქციელი ჩაიდინა თუ უზნეო" იმის გარკვევას უნდება (თან რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, აქაც „ხმები თანაბრად იყოფა").

ხალხო მეტი საქმე არ გაქვთ?

 

„გრეჩიხას" ბიჭს რა ჭკუა უნდა მოსთხოვო, მამამისი, დაბერდა კაცი და ჭკუა დღესაც არ მოეთხოვება. თუ ისაა „თემა" - შობა დღეს, გარდაცვლილი მამის ლამის დაკრძალვაზე რო მიუვარდები ადამიანს „კაი ბიჭივით" და წინა 5 წელი საერთოდ რომ არ გაგხსენებია?

 

კარგით, იყოს ამ „ფილოსოფიური კატეგორიებით" წიაღსვლები, მაშინ გულზე ხელი დაიდოს თუნდაც ერთმა კაცმა და თქვას, რომ თავისი ახლო ნათესავის, გნებავთ მხოლოდ მორალურად განადგურების შემთხვევაში, რომ წლების შემდეგაც დამნაშავის პირისპირ დანახვისას მძაფრი რეაქცია არ გექნებათ (არადა, მოცემულ შემთხვევაში „მსხვერპლს" მიუძღოდა თუ არა რაიმე წვლილი და რა ხარისხით, ეს ჯერ გასარკვევი საკითხია).

 

შესაბამისად, ამ „მორალში გარკვეულმა ტიპებმა", თქვენ რომ გაერკვევით, მერე ჩვენც გაგვაგებინეთ, ბოლო-ბოლო ეს საქციელი მორალური იყო თუ ამორალური?!

 

უკაცრად პასუხია და ... „სამყაროს შემნელის ბიძაშვილები" ხართ თუ სახელმწიფოს მოქალაქეები (როგორც ასეთი)? სახელმწიფოს ვინმე ვთხოვთ პასუხს?

 

სახელმწიფოს, რომელმაც ელემენტარული სამართლებრივი უპასუხისმგებლობის გამო, შექმნა ეს დიდი დისბალანსი და დღესაც გულუბრყვილო იდიოტივით ჰგონია, რომ „ხალხს გადაუვლის ანგარიშსწორების სურვილი". სახელმწიფო, რომელმაც ეგვიპტელი ფარაონებივით „შეითავსა მეტაფიზიკა" და დებილი ბავშვივით ჰგონია, რომ „შენდობა-არ შენდობა" მისი პრეროგატივაა. სახელმწიფო, რომლის „დიდთავიანი" ვეზირები არწმუნებენ ვიღაცას, რომ „პატიება ერის გამთლიანების საფუძველია". სახელმწიფო, რომელმაც დაზარალებულებად აქცია ეს ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე, „არ მიხედა" დაზარალებულებს (რომლებიც წინა ხელისუფლებამ გაანადგურა), ხოლო ახლა შესაძლოა, წინა ხელისუფლების მიმართ არსებული ზოგადი აგრესიიდან გამომდინარე, ფიზიკურად, კოკრეტულ პერსონებს უმნიშვნელო მიზეზების გამო უსწორდებიან), სახელმწიფო, რომელმაც დაკარგა ელემენტარული „ზომიერების შეგრძნება", რომელმაც თავის თავი უარყო მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეასრულა მარტივი ამოცანა - სათანადოდ დაესაჯა სისხლის სამართლის დამნაშავეები (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენს მიერ „სამართლიანობის აღდგენის" იდეის ზურგზე აკიდება ამ სახელმწიფოსთვის ისეთივე დიდი შეცდომა იყო, როგორც ერთი საცოდავი სახედარისთვის ერთი ტონა ტვირთისა და ამ „იდეების აკიდებას" სჯობდა უფრო კონკრეტულები ვყოფილიყავით მოთხოვნის თვალსაზრისით, იქნებ იმას მაინც მიმხვდარიყვნენ, რა გვინდოდა).

 

და საერთოდაც, ის არაფერ შუაშია, უგულავას განთავისუფლებაც ხომ ამასწინათ ჩამოსულმა ჯონ „ჯეკოვიჩმა" (ასე ეძახდნენ დიდი ჯონის მამას - ჯონ-სიდნეის) მოაგვარა, ისევე როგორც წინარე 5 წლის განმავლობაში დანარჩენი მაჯლაჯუნების დაუჭერლობა, რის გამოც, კი არ უნდა შევუტიოთ, სიბრალულისგან უნდა მივუტევოთ კიდეც სახელმწიფოს - „რომელსაც აიძულეს!", რომელიც ისევე „გაბრაზდა გრეჩიხიჩზე, როგორი გაბრაზებულიც იყო გვარამიაზე".

 

ჩვენი შემხედვარე, ის კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს კომფორტულ პოზიციას -„მიშარასტები" ამბობენ, საერთოდ არ გვაგებინო პასუხიო, ანტინაციონალური განწყობების მქონენი-„ყველა ციხეშიო!", ჰოდა, ბრძნულად ვიქცევი-„ვაბალანსებო".

 

მე კი ინტუიცია მკარნახობს, რომ პლანეტის ყველაზე უფრო დიადი „წონასწორობის" თემა ჯერ წინაა, როცა „ღრმა სოფლელი" ნარმანია უნდა შეიცვალოს „ღრმად ქალაქელი გრეჩიხათი", რომელთაც შორისაც ჩადგება „გმირიგი"- გიგი („ტოჟე ღრმად ქალაქელი") და სულ მალე აღარავის ემახსოვრება „ერთი-ორი ვის წაუთაქეს", რადგან „ზნეობრივი ომები", როგორც წესი, მალე ინაცვლებენ „პოლიტიკურ ომებში", პოლიტიკა და ზნეობა ხომ „იმანენტური" ცნებებია.

 

მე მგონი დროა, ამ სოციალურ ანანიზმს შევეშვათ და კაი მამა-პაპურად ....... ვისაც საჭიროა!

 

ჰა, რას იტყვით?...", - წერს მირიან ნიკოლაძე.


 

right_banner
არქივი
right_banner