logo_geo
eng_logo
თეა თუთბერიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არც იშლება, არც იჭრება და არც იყოფა!
- +

9 იანვარი. 2017. 19:49


 

 

თეა თუთბერიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„კი, ნამდვილად! „ნაციონალური მოძრაობა" არც იშლება, არც იჭრება და არც იყოფა! „ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი წასულა, ბევრი მისულა, ბევრიც წავა და მათ ნაცვლად კიდევ სხვა ბევრი მივა. ასე იყო ეს და ასე იქნება დღესაც.

 

რაც შეეხება სახელს. სახელიც, გვარიც და პარტიაც დარჩება მას, ვინც ეს პარტია რეალურად შექმნა, ვის გამოც ამ პარტიას ჰყავს ამომრჩეველი და ვინც მართლა ოფლი ღვარა არა მხოლოდ ამ პარტიის შექმნისთვის (კაკო ბობოხიძის მსგავსად არა ოღონდ). ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი!

 

ამ პარტიიდან გასულან ირაკლი ოქრუაშვილით დაწყებული (რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა იმ დროს), ნინო ბურჯანაძით, ზურაბ ნოღაიდელით, ვაშაძით და ჯაფარიძით დამთავრებული უამრავი ადამიანი, მაგრამ ამით არც ენმ-ი გაყოფილა და გაყოლია მათ და არც ენმ-ის სახელი და გვარი. ასე იქნება დღესაც!",- წერს თუთბერიძე. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner