logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: აბსოლუტურ უსინდისობად მიმაჩნია რატი გაჩეჩილაძის დაკავება!
- +

9 იანვარი. 2017. 20:08


 

 

„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება. ბაღათურია მიიჩნევს,  რომ კონფლიქტი გვარამიას პროვოცირებულია.

 

„აბსოლუტურ უსინდისობად მიმაჩნია რატი გაჩეჩილაძის დაკავება!

 

ჯერ ერთი, კარგად ვიცნობ რატისაც და გვარამიასაც და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტი გვარამიას პროვოცირებული იქნებოდა, რადგან ნიკა უაღრესად გამოცდილი, შტატიანი პროვოკატორია ...

 

მეორეც, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ და ვგმობ ძალადობას, მაგრამ წინააღმდეგი ვარ შერჩევითი სამართლის:

 

რაც პოლიტიკოსებს მუშტები აქვთ მოქნეული ერთმანეთისთვის, რაღაც ვერ ვიხსენებ ვინმე ამისთვის დაეკავებინოთ ... და არც ამერიკის ელჩების შეშფოთებული კომენტარები მახსოვს როცა ეს ბანდა ძალადობდა ქუჩებში ...",- წერს ბაღათურია.


 

right_banner
არქივი
right_banner