logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დროულია, რომ შსს-მ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება
- +

11 იანვარი. 2017. 15:37


 

 


„მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner