logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ფუნქციები იმისთვისაა გადანაწილებული პარლამენტსა და მთავრობას შორის, რომ...
- +

12 იანვარი. 2017. 01:07


 


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პრემიერ-მინსიტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა:


„როცა ქვეყანაში სადღაც უკანონობას ან დისკრიმინაციას აქვს ადგილი, ამაზე რეაგირებისთვის პრემიერის მითითებები არ უნდა იყოს საჭირო. ეს ეხება არა მხოლოდ ბორდელების პრობლემას. ფუნქციები იმისთვისაა გადანაწილებული პარლამენტსა და მთავრობას შორის, რომ ყველამ იცოდეს თავისი საქმე და კარნახის გარეშე აკეთებდეს მას", - წერს უძილაური.


„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში დისკრიმინაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. აღნიშნულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. იქ შესვლის უფლებას მხოლოდ ქართველ გოგოებს აძლევენ", -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა ამ პრობლემით დაინტერესდეს და ამ საკითხს კანონის ფარგლებში მიუდეს.


„ამ კუთხით ადრე იყო პრობლემები, შემდეგ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მინდა შს მინისტრს და სამინისტროს დავავალო, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა, როგოც მე ვიცი ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ. სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ.

 

ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით. მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერმა ასევე ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს თხოვნით მიმართა, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

 

„თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner