logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: „ნაციონალებიც“ და მათი ჯიბის მედიაც ბუჩქებში ჩაცუცქული დარჩა... ხე გადაიტანეს!
- +

26 მარტი. 2016. 04:09


ჟურნალისტი გიორგი უძილაური ცხისძირიდან გიგანტური ხის, „ლილიოდენდრონის" გადატანის პროცესს დასრულებულად აცხადებს და აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანის იმედი, იმის შესახებ, რომ პროცესი წარუმატებლად განხორციელდებოდა, არ გამართლდა:


„ციხისძირიდან შეკვეთილში ხის ზღვით ტრანსპორტირება პირველ რიგში არის უნიკალური საინჟინრო პროექტი!

მსოფლიოში პირველად განხორციელდა ამ სირთულის ოპერაცია და მიუხედავად უამრავი სირთულეებისა (რთული მისადგომი, რკინიგზის სიახლოვე, ხის სიმაღლე და წონა, სახმელეთო ტრანსპორტისთვის უჩვეულო ტვირთი, 620 ტონის ტრანსპორტირება თავდაღმართზე, შეყვანა ბარჟაზე, რთული ამინდის მიუხედავად ტრანსპორტირება შეკვეთილამდე და გადმოტვირთვა) წარმატებით დასრულდა!

 

ნაციონალებიც და მათი ჯიბის მედიაც პროექტის წარუმატებლობის იმედით ბუჩქებში ჩაცუცქული დარჩა. ხე გადაიტანეს!

 

უნიკალური პროექტი შედგა და უკვე მოექცა BBC- ყურადღების არეალში. ხვალ-ზეგ ამ უნიკალურ პროექტს გააშუქებენ სხვა უცხოური არხებიც და დიდი ალბათობით, ამხელა ხის ასეთი ტრანსპორტირება გინესის რეკორდებში შევა.

 

ავანტიურისტული პროექტია? უდაოდ! ღირდა რისკად? უდაოდ! სხვაგვარად წარმატებაც არ მიიღწევა. ნაცების ღლიცინი საშიშია? ნაცების არც ღლიცინია საშიში და არც სერიოზული მაუწყებლობა, მითუმეტეს მათი "ნიანგის ცრემლები" ოფიციალურად შეძენილი ხის გადარგვაზე.

 

იმავე ციხისძირში 2009-2012 წლებში ნაცებმა უმოწყალოდ გაჩეხეს ქარსაცავი ზოლის ათობით ხე, 2008 წელს ფოთში ნაცებმა გაჩეხეს 50 ჰექტარი ევკალიპტის ტყე, და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2006-2011 წლებში გასცეს 73 ლიცენზია 1.2 მილიონი კუბომეტრი ტყის გაჩეხვაზე! ამ ისტორიის მქონე პოლიტიკური ძალისგან ერთი ხის ტრანსპორტირების "გამასხარავება" იგივეა რაც მუმლი მუხისათვის.

მოკლედ, მადლობა ქართველ მშენებლებს და ზღვისა და ხმელეთის "ტრანსპორტნიკებს" უნიკალური და ურთულესი პროექტის განხორციელებისთვის!"- წერს უძლიაური სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×