logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ვინც ვეტერანთა თემით აპირებს სპეკულაციას, დიდი იმედგაცრუება ემუქრება!
- +

27 მარტი. 2016. 22:45


საკრებულოს წევრი კობა კობალაძე დღეს, ვეტერანთა შორის არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:


„ვინც ვეტერანთა თემით აპირებს სპეკულაციას დიდი იმედგაცრუება და აღებული ვალდებულებების სიმძიმის ქვეშ მოქცევა ემუქრება!

 

არც დღეს დაწყებულა ეს პრობლემა და არც ტყუილი დაპირებებითა და სპეკულაციებით არ მოგვარდება!

ამ საკითხის მოგვარება არის სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი ამოცანა და ეს კი გვარდება კონკრეტული სტრატეგიული გეგმით და პროგრამით!

მე მესმის დღევანდელი აღრევის მომლოდინეთა იმედგაცრუება!!!

როგორც არ უნდა გაუკვირდეთ ჩვენ ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს მიმართ უდიდესი ვალდებულება და ფიცი გვკრავს და ერთმანეთის გულებთან იმაზე მოკლე გზა გვაკავშირებს ვიდრე ვინმეს ჰგონია!!!

აქედან გამომდინარე სანამ ვინმეს რამეს შეპირდებით მიიხედ მოიხედეთ ეგება პიარის გარდა სხვა რამეცაა უფრო გულითადი და შემხები!!!

ჩვენ გასაყოფი არა გვაქვს რა აზრთა სხვადასხვაობა კი ოჯახშიცაა!!!

2006 წელში სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა ჩემზე იმ მოტივით, რომ საბრძოლო მოკვლევა გაყალბებული მქონდა!!!

დიდი ხანია აღარაფერი მიკვირს მთავარია ჩვენ ერთი საძმოს წევრებმა და სისხლით ვალდებულებმა ამ ქვეყნის მიმართ ერთმანეთი არ გავაკვირვოთ!!!

გვფარავდეს ღმერთი!!!"- წერს კობალაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×