logo_geo
eng_logo
ირაკლი ღლონტი: EPP-ის დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნაზე პედალირება „ნაციონალებისთვის“ გაეკეთებინა!
- +

28 მარტი. 2016. 11:46



დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნაზე პედალირება EPP-ის უნდა გაეკეთებინა UNM-თვის მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოადგენდა დიდ ტერორისტულ მექანიზმს და სწორედ, აზიურ-აფრიკული მეთოდებით აწიოკებდა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს", - ამის შესახებ „რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი facebook-ზე წერს. ამ პოსტით ღლონტი EPP-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ევროპარლამენტში  ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".




„ახლა გვიანია... ჩვენ უნდა მივიღოთ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის უფლება და თუ ამას რომელიმე პარტია შეუქმნის საფრთხეს, მას თავის სახელს დავარქმევთ და გავისტუმრებთ იმაზე უფრო ღრმა მოუსავლეთში, ვიდრე ახლა არიან!!!

ევროპა არის ქართველი ხალხის არჩევანი, ჩვენი არჩევანი და არ გირჩევთ, დაახურდავოთ ვიწრო პარტიულ მიზნებზე, ძალიან მწარედ მოგხვდებათ ცხვირში !

 

 

დღეს, მიუხედავად თითქმის რადიკალური ოპონირებისა, მე მხარს ვუჭერ ხელისუფლების იმ გუნდს, რომელიც იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის და საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებში", - წერს ღლონტი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×