logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: გაგიჟდები, რა...
- +

18 მაისი. 2017. 22:04


 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ოჯახის სიწმინდეს არანაირი აღლუმის ჩატარება არ სჭირდებაო, რად უნდა ამას აფიშირება, ეს პირადიაო, ეს პერსონალური ამბავიაო... ვნახე ერთი-ორგან ესეთი სიბრძნე.

 

და „პიდარასტები" რომ სხვადასხვა სახის აქცია- „აღლუმებს" ატარებენ, ეს მოსულა?

 

ანუ:

 

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა არ შეიძლებაო, მაგრამ აბა, „ელჯიპიტებზე" თქვას ეს ადამიანმა, ნუ ჩაატარებენ მსვლელობებსო - ეგრევე ბნელად, დეგენერატად, არაპროგრესულად მოაზროვნე ერთუჯრედიან ამებად მოგნათლავენ!

 

რა ვერ გავიგე, იცით? ამ „ელჯიპიტების" აქციები და მათი მოთხოვნები მათ პირადს არ ეხება? რა, მათი პირადი არ გამოაქვთ საჯაროდ? რა, არ მეუბნებიან - მე, კაცი, კაცთან ვწევარ და მე, ქალი-ქალთანო და რა შენი საქმეაო?

 

რა სიკვდილად მაინტერესებს, ვინ ვისთან წევს და რას შვება? ეს მათი არჩევანია, მათი უფლებაა და რაც უნდათ ის უქნიათ. ესეთივე უფლებები გვაქვს ჰეტეროსექსუალებს - ვიყოთ იმასთან, ვისთანაც გვინდა ყოფნა და არავის საქმე არაა ჩვენი პირადი! მით უმეტეს, ამაზე საჯაროდ აქციებს არ ვმართავთ!

 

გაგიჟდები, რა...

 

ოჯახის სიწმინდის დღე თურმე რატომ უნდა „იაღლუმოო", რა საჭიროაო და მეორეს მხრივ, „ელჯიპიტების" უფლებებს, აღლუმების ჩატარებებს და მათი გამოხატვის თავისუფლებას იცავენ... ეს თურმე საჭირო ყოფილა.... ოე!" - წერს ლაბარტყავა. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner