logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და ააშენა ახალი მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური
- +

18 მაისი. 2017. 23:04



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ძვირფასო ჟურნალისტებო, ხვალ 12:00 საათზე, გელოდებით Black Sea Arena-სთან, სადაც სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ. საკონცერტო დარბაზთან ახლოს თითქმის 300-400 მეტრში ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა და ააშენა ახალი მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური, რომელიც ამჯერად მოემსახურება აეროსმიტის კონცერტზე ჩასულ მგზავრებს და მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ საკონცერტო დარბაზში მისვლა. მოკლედ, ხვალ 12:00 საათზე იქ ვიქნები თავად და დაგათვალიერებინებთ ამ ახალ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან სადგურს, სადაც გაჩერდება ჩვენი ულამაზესი ორსართულიანი შტადლერის მატარებელი და თუ სურვილი გექნებათ ბათუმამდე ჩაგიყვანთ ამ ახალი მატარებლით. გელით აბა ხვალამდე", - წერს ცაგურია.


 

right_banner
არქივი
right_banner