logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური მედიას: ერთადერთი, რაც თქვენთვის უხერხული შეიძლება იყოს, ისაა, რომ...
- +

19 მაისი. 2017. 13:15



„მედიაპროდიუსერების და რედაქტორების საყურადღებოდ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეს ბობოყვათის მიმდებარე კილომეტრიანი ზოლია. დენდროპარკის მშენებლობაში ჩართული კომპანიების ინიციატივით, აქაურობა გასუფთავდა ნაგვისა და ჯაგებისგან. დღეს დაიწყება ამ ტერიტორიაზე დენდროპარკისგან ნაჩუქარი 100 უძვირფასესი ჯიშის კვიპაროსების დარგვა და მთელი ზოლის გამწვანება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის არა ვალდებულება, არამედ ინიციატივა, რომელიც მოდის კომპანიებისა და დენდროპარკის მშენებლობის ავტორისგან.

 

ერთი თვის წინ, ამავე ტერიტორიაზე, ძველი ხიდის დემონტაჟი მიდიოდა (რკინიგზამ ახალი ააშენა) და რამდენიმე სააგენტომ დაწერა - ხიდი ხეების გადატანისთვის დაშალესო. ხეებს ეგ გზა საერთოდ არ სჭირდება, რადგან გვერდით სხვა გზაა, ამას თავი დავანებოთ, იქ ორი ხიდი იყო, მეორეც ხომ უნდა დაეშალათ? მაგრამ მედიამ ჭორებზე ააგო ნიუსი.

 

ახლა ვდებ ფოტოს, ტერიტორია გზის პირასაა და ბათუმელ ჟურნალისტებს მისი დანახვა არ გაუჭირდებათ, თუ შესაძლებელია ნიუსების კეთება ისე, რომ არ დაუკავშირდეთ არც „ქართუს", არც „რკინიგზას", ახლა მე გიგზავნით ლოკაციასაც, თემასაც და ფოტოებსაც. ერთადერთი, რაც თქვენთვის უხერხული შეიძლება იყოს, ისაა, რომ ამ თემაში პოზიტივია. პოზიტივი კი ცოტა გეუხერხულებათ გასაშუქებლად. თუ ეგრე არაა?" - წერს უძილაური.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner