logo_geo
eng_logo
მაცაცო კევლიშვილი: „სახე“ ვარსკვლავს დაუმადლებლად იმსახურებს
- +

19 მაისი. 2017. 18:44



„სახე" ვარსკვლავს დაუმადლებლად იმსახურებს ყველა იმ ემოციის გამო, რასაც 20 წელია მათი შემოქმედებით ვიღებთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როცა 7 წელია რელიზის და სტატუსის მეტი არაფერი დამიწერია, ცოტა უცნაურია, რა ამბავია ატეხილი ჩემს ემოციაზე „სახეს" კონცერტის და ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით.

 

ახლაც იმ აზრზე ვარ, „სახე" ამ ვარსკვლავს დაუმადლებლად იმსახურებს ყველა იმ ემოციის გამო, რასაც 20 წელია მათი შემოქმედებით ვიღებთ.

 

„შენ რა სექსი ხარ", „ახლა ჩვენი დროა", „დიდხანს გელოდი", „როგორ მინდა მოგეფერო", „თოვლი მოსულა" და ა.შ. წაღიღინების გარეშეც რომ „სახესთან" ასოცირდება, უკვე მაგარია. „სახე" ბრენდია, რაც ვერ შეძლო ბევრმა. ბატონი ჯემალ სეფიაშვილი ვნახე რამდენიმე დღის წინ და როცა ვკითხე, თქვენი ვარსკვლავი რატომ არ არის-თქო, დააგვიანდათო, ასე მითხრა.

 

აბსოლუტურად ვეთანხმები, დააგვიანდათ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვიდრე ბატონ ჯემალს უხაროდა, ვიდრე „სახეს" უხარია... დღეს რომ „მეფეს", ირაკლი ჩარკვიანის ხსენებაზე ლოყებს იხოკავენ, მართალია, ცოცხალი რომ იყოს, ეიფელის კოშკზე ეკიდებიდა, ვარსკვლავს გაუხსნიდნენ თუ არა, მაგრამ მეფეა, ეპოქაა და დიდი ხანი იმეფებს კიდევ და ისიც იმსახურებდა. ისე, მგონი, იყო პრეცედენტი გარდაცვლილისთვის ვარსკვლავის გახსნის და იფიქრეთ... ეს ჩემი, აღმოჩნდა, რომ სახალხო მპოსტავის აზრია (მომიტევე, ირაკლი გაფრინდაშვილო).

 

რაც შეეხება ისტერიას მორის ჯანაშვილის ვარსკვლავთან დაკავშირებით ჩემს გამონათქვამზე. ახლაც ამ აზრზე ვარ, მაგრამ, ფართო საზოგადოებამ რომ არ იცის, ვინ არის, იმ ხალხის ბრალი არაა თუნდაც, ვისაც თავისი მსოფლიოში ერთადერთი ქართულენოვანი ტელევიზიით უწევს პოპულარიზაციას, ასაქმებს ისრაელში და საერთოდ შიმშილით რომ არ იხოცებიან, მისი დამსახურება რომ არის? ეს ვარსკვლავი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განსხეულება რომ გახდა, ახსნა ვინმემ სადმე? თითქმის სამსაათინი ლაივი მხოლოდ „იუთუბზე" რომ დევს, ერთმა ტელეკომპანიამ თაროზე რომ შემოდო, ჩვენი ბრალია? მე მაპატიეთ და, შორეული 2004 წლიდან ვიცი, ეს კაცი რასაც საქმიანობს, სხვათა შორის, ლელა წურწუმია მომიყვა, მაგრამ ვარსკვლავი რომ არაა ამ ქვეყანაში, იქნებ უმადურობის ბრალია? მარტო ფილარმონიის წინ კი არა, სახლებშიც გაუხსენით ვარსკვლავი, მომღერლებო, და აეროპორტის გზაზეც და ხანდახან მადლობაც უთხარით. მადლობა ჯემალ სეფიაშვილს, რომ მთხოვა, ეს მათთვის შემეხსენებინა. და მაინც, ვისი ბრალია, რომ ეს კაცი არ გვევარსკვლავება?

 

P.S. ახლა ვხვდები, რომ კარგი გადაწყვეტილებაა მედიასივრცეში დაბრუნება, აქტიური ჟურნალისტიკიდან 13 წლის შემდეგაც ასეთი კითხვადი ვყოფილვარ", - წერს მაცაცო კევლიშვილი.



 

აღნიშნული განცხადებით მაცაცო კევლიშვილი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ჯგუფ „სახეს" უკავშირდებოდა. აქვე გთავაზობთ აღნიშნულ პოსტსაც:


„სახემ" სახე აიხია, აგვახია და აახია მათ, ვისაც ესაჭიროებოდა.

 

20 წლის იუბილეზე დუეტმა დუეტში ყველასთან ანშლაგი დადო.

 

17-წლიანი პაუზის შემდეგ მინიმუმ საზაფხულოდ „სახე" ისევ ტრიო გახდება - გოგა გირჩელს კახაბერ კუწურიე ჩაანაცვლებს.

 

ზაფხულშივე ვნახავთ, „სახე" შეჭამს კახუჩელას თუ კახაბერი და ყარაჩოღელები გველის.

 

ვარსკვლავი ოქიტას გარეშე, ბესელკების წკაპა-წკუპით გაიხსნა. მე მაპატიე, ოქიტ, ყველამ, ვინც იმ საბჭოში ხელები ასავსავეთ, შალომ ისრაელს, მაგრამ არ მგონია, დიდ საკონცერტო დარბაზთან ვარსკვლავად დასვენებულებს მორის ჯანაშვილი ევარსკვლავებოდეთ.

 

დასკვნა: კაი იყო, დათოები ჩვენსავით, „ქუჩის ბიჭებიც" სადღაც მანდ, თიკა ჯამბურია დაქალებულა, მაიკო კაჭკაჭიშვილი გამხდარია, კახაბერს ხანუმები სახლში დაუტოვებია, შალვა რეზიმ შეცვალა, Poetry'n motion დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დათომ - ისევ ისეთები არიანო.. (ამ ორი ჯგუფის კონცერტზე სამივეჯერ „სახეს" ვუსმენდი და ვუყურებდი) გუფი დრამით ყველაფერს უხდება.

 

ჩვენ გავიმარჯვეთ! „სახე" ვერ აგვახიეს ჩემს თაობას.

 

P.S. მთელი ტფილისი იქ ვიჯექით".



 

right_banner
არქივი
right_banner