logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი ელენე ხოშტარიას: ამისთვის რანაირად უნდა აგირჩიოს ხალხმა?
- +

12 აგვისტო. 2017. 00:02


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ელენიკო ხოშტარიას ამ საარჩევნოდ „მაგარი" რაღაცა მოუფიქრებია, უბან-უბან დადის და ხალხს დომინოს ეთამაშება. აი, ოფიციალური ინფორმაციაც:

 

„ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნებამდე ქალაქის სხვადასხვა უბანში იცხოვრებს. ამჟამად ის გლდანში ცხოვრობს".

 

შეიძლება სხვადასხვა უბნებში იცხოვრო, თითქოს იდეას არაუშავს, მაგრამ ეს დომინო, ნარდი და ჭადრაკი რა უბედურებაა, ამისთვის რანაირად უნდა აგირჩიოს ხალხმა? თან, თურმე დადის და იგებს. ამას ჰგონია, არჩევნებსაც მოიგებს. აი, რას წერს თავის „ფეისბუკგვერდზე" გიგა ბოკერიას კნეინა თამარ ჩერგოლეიშვილი:

 

„ვიყავი გუშინ ღამით ელენესთან გლდანში - მწვადით გაგვიმასპინძლდნენ მისი მასპინძლები. დომინო უკვე მოგებული ჰქონდა. ანერვიულებული იყო, რომ საარჩევნო კლიპის ჩაწერაზე მოცდა - დრო მეკარგებაო, ხალხთან კარგიაო. ხალხთან ლაპარაკის ფანატიკოსად ჩამოყალიბდა ამასობაში. P.S. როგორ მინდა, რომ ყველამ მალე გაიცნოს".

 

გეუბნებით, ეს აშკარად ჩერგოლეიშვილის მოფიქრებულია. ის წუხდა ამას წინებზე, სამწუხაროდ, ელენეს ხალხი არ იცნობსო. ჰოდა, ეხლა გაიცნობენ დომინოს ამბავში. თურმე ისე თამაშობს, კოჭებს სულ ჰაერში ისვრის, დახედავ და დუ შაშია. აბა, რა გეგონათ? მაგისი გაკრულ-გამოკრული „ჩოთქის" ყურება თურმე ერთ რამედა ღირს. ტყუილად კი არ წამოაძახა რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანმა, შენ რომ ქუჩაში აბირჟავებდი, მე წიგნებს ვკითხულობდიო!

 

გოოო... ელო, ისე, ჩვენში დარჩეს და რა დროს დომინოა ამ გაგანია ზაფხულში? აიღე თოხი და გაუთოხნე ხალხსა ბაღ-ბოსტანი, მით უმეტეს, გლდანში ძალიან უჭირს გლეხობას. თუ ვერ გაუთოხნი, საღამოს სახლისკენ მომავალ პენსიონერებს მივარდი ხელებში, კიტრს, პომიდორს, ბადრიჯანსა და პურს რომ მოათრევენ ძლივს, მივარდი, გამოართვი, აატანინე ბინებამდე. კიდე მოგაწოდო იდეები? გაიკითხ-გამოკითხე, ან პიანინო ექნება ვინმეს მე-9 სართულზე ასატანი, ან სამშენებლო მასალები, ან მაცივარი... შეიძლება ამასობაში ფილიც გააკეთო, აბა, მთლად ისე ხომ არ გამოგიშვებენ? ელო, სირცხვილია, სულ ეგენი ვერ დაგპატიჟებენ მწვადზე, ცოტა შენც გააქნიე ხელი, მიდექ-მოდექ, სხვას ნუ დააწვები კისერზე!" - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner
არქივი
right_banner