logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: გნებავთ გიკარნახოთ ოკუპაციის შედეგებისგან თავის დაღწევის იურიდიულად სრულყოფილი გზა?
- +

12 აგვისტო. 2017. 14:15


 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია ხელისუფლებას მიმართავს:

 

„ხელისუფლებავ!

გნებავთ გიკარნახოთ ოკუპაციის შედეგებისგან თავის დაღწევის იურიდიულად სრულყოფილი გზა? დაუყოვნებლივ აღადგინეთ ის კონსტიტუციური წყობა და საკანონმდებლო ბაზა, რომლით გათვალისწინებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო საერთაშორისო თანამეგობრობამ!

 

მხოლოდ ამგვარად შეიძლება შევარდნაძის და სააკოვის მხრიდან რიგი, მიზანმიმართულად მიღებული, მტრისთვის ხელშემწყობი აქტების ანულირება, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია!

 

ამ ნაბიჯების შემდეგ უნდა დაიწყოს კრემლთან დიალოგი, რომელიც იურიდიულად უკვე განიარაღებული იქნება!

 

პარალელურად,

საჯაროდ დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს სააკაშვილი, რომელმაც კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" აღადგინა და თავის აგენტ სანაკოევს, რომელიც ამ ოლქის მეთაურად გამოაცხადა - ოლქის ახალი საზღვრები განუსაზღვრა, მიუზომა ახალგორი და მისი შემოგარენი სოფლები, რომლებიც კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიის" შემადგენლობაში! ანალოგიურად, სააკოვმა კოდორის ხეობას "ზემო აფხაზეთად" გამოაცხადა! ხოლო როდესაც რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს ჯარები შემოიყვანეს, მიიტაცეს ზუსტად ის ტერიტორიები, რომლებიც სააკოვმა აფხაზეთად და "სამხრეთ ოსეთად" გამოაცხადა! ეს იყო შეგნებული მოღალატური ნაბიჯი!

 

ხელისუფლებავ! დაუყოვნებლივ წარუდგინე სააკოვს ეს ბრალი და ამ მიმართულებით დაიწყე გამოძიება! პარალელურად, იზრუნე 1991 წლის დროინდელი კონსტიტუციური წყობის აღდგენაზე!

 

p.s. იმ დილეტანტებს, რომლებიც კანონიერების და კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებში ვერ ერკვევიან, ვთხოვ, კომენტარებისგან თავი შეიკავონ ამ საკითხის დეტალურად შესწავლამდე!" - წერს დავითაია.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner