logo_geo
eng_logo
გურამ შეროზია: ეკლესიის არ გწამს – „ოკ“, მაგრამ ძეგლებიც გკიდია? კულტურაც? ადამიანებიც?
- +

12 აგვისტო. 2017. 14:50


 

„ზუსტად ვიცი, რამდენი მეხოტბე გამოუჩნდება ამ სტატუსს და თავისუფლების პიკზე ყოფნისთვის ტაშს დაუკრავენ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი გურამ შეროზია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მე კიდევ, თვითდამკვიდრების იაფფასიან მეთოდს მივაწერდი, არასრულფასოვნების კომპლექსით გაჯერებულს და გაუაზრებელსაც.

 

ზოგადად რამის დაწვა რატომ უნდა ინატრო?  ეკლესიის არ გწამს - ოკ, მაგრამ ძეგლებიც გკიდია? კულტურაც? ადამიანებიც? სხვა ყველაფერიც?

 

რავიცი აბა. უფრო „ცუდი" სიტყვებითაც შეიძლებოდა გამოხატვა, მაგრამ მაქვს საკმარისი „ვოქებულარი" და დაე სასქესო ორგანოებით სხვა გაუნათლებელმა ხეპრეებმა გამოხატონ

 

ყოჩაღ გირჩი / Girchi, არ ველოდი... ლიბერალიზმიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა", - წერს შეროზია.


 

right_banner
არქივი
right_banner