logo_geo
eng_logo
ედმონდ მინაშვილი კახა კალაძეს: დიდი მადლობა ბატონო კახი ამ სიკეთისთვის
- +

12 აგვისტო. 2017. 17:09


 

მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში შინდისში დიდი ტრაგედია დატრიალდა, საბედისწერო ველზე გმირულად დაეცა 17 ქართველი მებრძოლი, ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ და ყოველ წელს უფრო და უფრო დიდ ინტერესს და მნიშვნელობას იძენს ეს ადგილი, რომელიც იქცა სიამაყის და თავდადების სიმბოლოდ. 11 აგვისტოს შინდისში ბრძანდებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ლევან იზორია, შეხვდა გარდაცვლილი გმირების მშობლებს და ნათესავებს, ასევე ჩვენს მსახიობებს, რომლებმაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში უნდა განასახიერონ შინდისის გმირები, სიმბოლურად, 11 აგვისტოს დატოვეს თელავის სამხედრო ბაზა, სადაც ორი კვირით იმყოფებოდნენ სამხედრო წვრთნაზე, შეხვდა ფილმის რეჟისორს ბატონ დიტო ცინცაძეს. შემოქმედებითი ჯგუფის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევანს ფასდაუდებელი დახმარებისთვის.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შინდისში დგას წმინდა გიორგის სახელობის ულამაზესი ტაძარი, რომელიც თავის სურვილით და საკუთარი სახსრებით ააგო ბატონმა კახი კალაძემ, ისე რომ ეს არსად არ უთქვამს და არ უხსენებია. მეტსაც გეტყვით, ბატონი კახი სპეციალურად არ ჩამობრძანდა გუშინ შინდისში, არ იფიქრონ, რომ პიარისთვის ჩამოვედიო, არ თქვან, რომ თავის აშენებულ ტაძარს იყენებს წინა საარჩევნოდო. ეს არის დიდი თავმდაბლობა, დიდი თვისება და სიკეთის უნიკალური მაგალითი.

 

სახარებაში წერია: "მარჯვენა ხელით რომ გააკეთებ სიკეთეს, მარცხენამ არ უნდა იცოდესო". დიდი მადლობა ბატონო კახი ამ სიკეთისთვის თქვენ, ყველა გარდაცვლილი გმირის ოჯახების სახლით გიხდით მადლობას ამ საშვილთაშვილო საქმისთვის. მეუფე ანდრიამ გმირების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა თქვენ მიერ აშენებულ ტაძარში და უნდა გენახათ, როგორი ბედნიერები იყვნენ მშობლები და ნათესავები. დიდი ტრაგედიის მატარებელი დედები თვალცრემლიანი, მაგრამ სიამაყით იდგნენ და ლოცულობდნენ. ეს არის ზუსტად ის დიდი სიკეთე, რომელიც უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს. („შინდისი" ისტორია რომელიც უნდა იცოდე)", - წერს ედმონდ მინაშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner