logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბატონო ჯანსუღ, არ დანებდეთ, ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ სათქმელი!
- +

12 აგვისტო. 2017. 22:50



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დიახ, ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმედაა... რეანიმაციაშია, აპარატზეა მიერთებული. რატომ? ასაკიც თავისას შვრებაო, - იფიქრებთ ალბათ და არის ამაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ... ბოლო დროს არ იყო საამისოდ განწირული - ისევ ძველებურად ომობდა, განიცდიდა და სიტყვას სიტყვაში აჭედებდა. სრული სიმართლე კი ისაა, რომ არ მოასვენეს უდღეურმა კაცუნებმა, ლანძღეს და დააბრალეს ათასი სიბინძურე: რატომ იცხოვრე კაცურადო? რატომ შექმენი უამრავი შედევრიო? რატომ მღერის შენს ლექსებზე დაწერილ ნაწარმოებებს პოზიციაც და ოპოზიციაცო? რატომაა თავისუფლება ლომთა ხვედრიო? რატომ და რანაირად ბეჭდავდი გაგანია სოციალიზმის პერიოდში „ცისკარში" „დათა თუთაშხიასო"? ააა... შეკრული იყავი „მავნებთანო"? ედუარდ შევარდნაძესთან რომ მეგობრობდი და ბინაც გაჩუქა პეკინზე, ეგ როგორღა იყოო?!

 

ჯანსუღმა დაიჩივლა შინაურობაში: რა ვქნა, ამხელა კაცი როგორ გამოვიდე და დავიწყო წუწუნი, რომ დღემდე ისევ ცოლის ბინაში ვცხოვრობო? ვერა, მაგას ვერ ვიზამ, რაც უნდათ, ის დაწერონო!

 

კი თქვა, რაც უნდათ, ის დაწერონ და თვითონვე იკითხონო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან განიცდიდა. გადადო გაზეთი გვერდზე... კი არ გადადო, მოისროლასავით, წყალი მოითხოვა და დაეცა... ჰო, დაეცა, გადავარდა, გონება დაკარგა... დიაგნოზი - ინსულტი!

 

ბატონო ჯანსუღ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ, ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ სათქმელი, ადრეა სიკვდილი, ძალიან ადრე!" - წერს გელა ზედელაშვილი.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner