logo_geo
eng_logo
ნუცა შანშიაშვილი: იმედი მაქვს, რაღაცა უკეთესობისკენ გამოიცვლება ჩემს საქართველოში...
- +

14 აპრილი. 2016. 00:55


მომღერალი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც მის გულეშემატკივრებს მიმართავს და წერს, რომ კულტურის სამინისტრომ მას კონცერტი არ დაუფინანსა:


„ვწერ ჩემს საყვარელ ქართველ მსმენელს და მაყურებელს... იმათ ვინც ელოდება ჩემს კონცერტს საქართველოში...

 

შეტანილი მქონდა განცხადება საქართველოს მერიას და კულტურის სამინისტროში თხოვნით დაეფინანსებინათ ჩემი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.სადაც წარმოდგენილი მექნებოდა ერთერთი ჩემი ბროდვეის საკონცერტო პროგრამა, მსოფლიო უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვა ისეთ გიჟ ზანგებთან ერთად როგორებიც არიან მინგუს ბენდის ჯაზ ვარსკვლავები...

 

ასევე მინდოდა ჩემს კონცერტში მიეღოთ მონაწილეობა ჩემი ვოისის ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს... მემგონი დიდი ბიძგია და წინსვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ეგეთ მუსიკოსებთან სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მითხრეს დახმარებაზე მერიამ და კულტურის სამინისტრომ. ფული არ გვყოფნისო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ. უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს...

 

ჩემი კონცერტები იგეგმება ამერიკაში ნოემბრიდან, მწყდება გული, რომ ჩემს საყვარელ ყველაზე საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ უმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცა და როდესმე და როგორმე, გამოიცვლება უკეთესობისკენ ჩემს საქართველოში...

ხო მინდა შეგახსენოთ, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პარტიას. მაქვს ჩემი აზრი და ვცემ დიდ პატივს ყველა იმ ქართველს ვისაც შეუძლია ჭეშმარიტად უყვარდეს თავისი ერი და ემსახუროს მას მთელი გულით... ყოველგვარი ქურდობის, ფულის გათეთრების და ვითომ პატრიოტობის გარეშე...

 

პატივისცემით ნუცა შანშიაშვილი"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×