logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არ გვინდა "სტოლი" "სტული" "შკაფი", არც "დრაფტი", "დაკონფირმება" და "დაქენსელება"...
- +

14 აპრილი. 2016. 18:57


განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

რატი ბრეგაძე FACEBOOK-ზე პოსტს აქვეყნებს:



საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული" - ამონარიდი კონსტიტუციის მე-8 მუხლიდან. რომ არა 1978 წლის დღევანდელ დღეს, 14 აპრილს, ახალგაზრდების თავდადება, არავინ იცის რა ეწერებოდა საქართველოს კონსტიტუციაში, ან გვექნებოდა თუ არა ის საერთოდ.

 

 

ბარათაშვილის მერანისა არ იყოს მათ განწირულ სულისკვეთებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საამაყო, მოსაფრთხილებელი და დასაცავია ის, რომ ჩვენ უნიკალური დამწერლობა გვაქვს და ვწერთ ქართულად. დაცვა კი პირველ ყოვლისა გამართული ქართულით საუბარში მდგომარეობს. არ გვინდა "სტოლი" "სტული" "შკაფი", არც "დრაფტი", "დაკონფირმება" და "დაქენსელება". უბრალოდ  ვისაუბროთ და ვწეროთ ქართულად და ამით პატივი ვცეთ იმ გმირების ხსოვნას, ვინც ჩვენი უკეთესი მომავლისათვის სიცოცხლე არ დაიშურა", - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×