logo_geo
eng_logo
მამა პეტრე კოლხი: მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას" წინაშე...
- +

12 ოქტომბერი. 2017. 01:29


 

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას" წინაშე... ვერანაირი ცრემლეთ ვერ ჩამოვრეცხავთ იმ ტალახს და წუმპეს, რასაც დაუღალავად ვესროდით...

მთელი ცხოვრება დაგვამძიმებს სხვის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება და უმკაცრესი განაჩენი... ვერაფრით გამოვისყიდით, სხვების გაუბედურებას და განადგურებას...

მთელი ცხოვრება მოგვიწევს მიუტევებელი შეცდომების ტარება, სხვის სულში ტალახიანი ხელების ფათურის დამსახურებით...

რა გვემატება იმით, რომ სხვას სიცოცხლეს ვუმწარებთ?!

მარიტა პიროვნება არა, იდეაა... ყველა მარიტაა, ვისაც საკუთარი გზის გავლას არ ვაცლით...

მარიტა ყველაში ცოცხლობს და მივცეთ უფლება გაიღიმოს, მზით გათბეს, უყვარდეს ის, ვინც უნდა უყვარდეს...

ღმერთს არ სჭირდება გაბოროტებული სამართალი...", - წერს მამა პეტრე კოლხი.









 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner