logo_geo
eng_logo
მამა პეტრე კვარაცხელია: ხშირად მიწევს სოფელში ჩასვლა... დედის საფლავი მეძახის...
- +

16 ოქტომბერი. 2017. 21:16


მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:


„ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს სოფელში ჩასვლა... დედის საფლავი მეძახის... რაც წლების მანძილზე ვერ მივლია, ერთიანად ვანაზღაურებ... ჯერ საფლავზე გავდივარ, მერე სახლში შევირბენ, სხვების სანახავად...

წლის ეს პერიოდი ტყუპისცალივით გავს დედაჩემს... იზაბელას ისეთი დამათრობელი სურნელი დგას, 90-იანების უმძიმესი ბავშვობა მახსენდება... იმ დროსაც ჰქონდა, რაღაც სანუგეშო... ყველაზე მეტად ბუხრის ცეცხლით განათებული ოთახი და დედაჩემის ხელი მოდუღებული ფელამუში, ცხოვრებას აქსოვდა... ტკბილი იყო, ყველა მიწიერ სიტკბოზე აღმატებული...

 

მამა ძალიან მოხუცდა... ვენახში მაინც მხნედ დადის, თუმცა სევდისგან წელში მოიხარა... ახლა ვხვდები, რა უცნაურად უყვარდა ცოლი...

 

ამის მეოთხედი სიცოცხლეში რომ გამოევლინა, დედა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა...

არ არის სირცხვილი გრძნობის გამოხატვა. პირიქით, აუცილებელია... სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ხშირად სნეულებსაც კურნავს...", - წერს მამა პეტრე.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner