logo_geo
eng_logo
„ეს ნიშნავს, რომ ხარ ნაცი, მაგრამ თუ ამავე დროს ნაცებს აგინებ, ე.ი. ჩვეულებრივი „ნასედკა“ ხარ“
- +

17 ოქტომბერი. 2017. 19:03



„თქვენი პრინციპული და უმწიკვლო ყმაწვილი „იყო სოროსის ფონდის მედიაპროგრამების მთავარი კოორდინატორი 2009-2012 წლებში, ანუ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში გააფთრებული მედიატერორი მძვინვარებდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გელა კურტანიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნწ, ნწ, ნწ, აი, აი აი... თფილისზე მზუნველი... არადა, ათას კაცში გამოვარჩევ თბილისელს, სიარულით, ჩაცმით, ლაპარაკის მანერით, ხშირად ერთი ხელის გაქნევითაც კი... არა, ძმაო, რა, მე და ეგ ყმაწვილი სხვადასხვა თბილისზე ვლაპარაკობთ, ალბათ მე თბილისზე, ეგ კი თფილისზე...

 

„... ა, ბატონო, გვითხრა ელისაშვილმა, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ახლა დასკვნა, თუ თვითონ რას წარმოადგენს, იმათ გააკეთონ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება (ან, არ უნდა, რომ მიხვდეს), რას ნიშნავს, იყო სოროსის ფონდის მედიაპროგრამების მთავარი კოორდინატორი 2009-2012 წლებში, ანუ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში გააფთრებული მედიატერორი მძვინვარებდა.

 

ეს ნიშნავს, რომ ხარ ნაცი, მაგრამ თუ ამავე დროს ნაცებს აგინებ, ე.ი. ჩვეულებრივი „ნასედკა" ხარ.

 

ეს იმდენად მარტივია, იმდენად მარტივი, რომ არც კი ვიცი, მეტი რა ვთქვა, მაგრამ ახლა, უცებ, ისევ გამახსენდა - „გამორთე ტრაქტორი, ნერვებს ნუ მიშლი".

 

გამახსენდა და სულ სხვა კითხვა დამებადა: „ვინ უფრო დიდი ხიხოა, სააკაშვილის ოქრუაშვილი თუ სააკაშვილის ელისაშვილი?"

 

ცხონებული ო'ჰენრის უკანასკნელი სიტყვები იყო: „აანთეთ სანთელი, სიბნელეში სიკვდილი არ მინდა".

 

არც მე მინდა სიბნელეში სიკვდილი, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს იქ, სადაც ერთი ხიხო, მეორე ხიხოს მხარდაჭერით დედაქალაქის მერის არჩევნებში საპატიო მეორე ადგილს და ვერცხლის მოოქროვილ მედალს ეჭიდავება".

 

ბრჭყალებში მოქცეულია ნაწყვეტი გიორგი იაკობაშვილის პოსტიდან", - წერს გელა კურტანიძე.

 



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner