logo_geo
eng_logo
კონსტანტნე გამსახურდია: ავაზაკი - გმირად, სულით მეძავი - სიწმინდის განსახიერებად, კაცუნები - გმირებად...
- +

16 აპრილი. 2016. 00:02



კონსტანტინე გამსახურდია გადაცემა „პროფილში" მიწვეულ მეუფე ილარიონსა და დედაოს შესახებ  თავის აზრს სოციალურ ქსელში წერს.


შეგახსენებთ, რომ მეუფე ილარიონი და თანმხლები დედაო სტალინის ხატზე ლოცულობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სტალინი წმინდანია.



„ფილმ "მონანიებაში" არის ასეთი ეპიზოდი: შვილთან კონფლიქტის გამო სასოწარკვეთილი აბელ არავიძე ჩადის ჩაბნელებულ სივრცეში, სადაც ვიღაც კაცი თევზს მიირთმევს. აბელი მას უყვება თავის სადარდებელს. ის კაცი, ანუ მიცვალებული ვარლამ არავიძე ბერის სამოსელში ეტყვის: ბიჭო, აღსარების სათქმელად ეშმაკთან მოხვედი?

 

ყველაფერი აირია ჩვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც კანონთან და ხელისუფლებასთან შეიარაღებული დაპირისპირება დემოკრატიულ რევოლუციად გამოცხადდა, ავაზაკი - გმირად, სულით მეძავი - სიწმინდის და სისპეტაკის განსახიერებად, ნამდვილი ისტორია - სიყალბედ, მედროვეები და კაცუნები - გმირებად, იდიოტები და ნახევრად განათლებულები - ლამის ინტელექტუალურ მეტრებად.

 

ჰოდა არც ეს უნდა გაგიკვირდეს - მე შენ გეტყვი და პასუხი არ ექნებათ. გოლოდომორი უკრაინაში? აგენტების ნამოქმედარია; გულაგში განადგურებული მილიონები? არ იცოდა, ბოროტები მძვინვარებდნენ და ბოლობოლო მსხვერპლთა უმრავლესობა დასახვრეტი იყო - ფაშიზმი ხომ უნდა დაგვემარცხებინა; კოლექტივიზაცია და სოფლის დაქცევა? საქმეს ჭირდებოდა; 1924 წლის შემდეგ დახვრეტილი და ნაწამები სამღვედლო პირები? რას ამბობთ, მართლმადიდებლობა გადაარჩინა; საქართველოს ოკუპაცია და ქართული მიწების გასხვისება? ქართული მიწის არც ერთი გოჯი მას არ გაუსხვისებია - იქნება მის დამცველთა პასუხი.

არჩევანი ღიაა - თავისუფლებისკენ ან ჯანდაბისკენ. ამ დონემდე რამსების არევა ალბათ მაინც მეორე ოპციისკენ წაიყვანს მათ, ვისაც ეს ემართებათ. რაც შეეხება ზოგადად "ერს", მასში არ მგონია ამ მხრივ კონსენსუსი არ არსებობდეს, მარგინალურ ჯგუფებს "ერობა" კი არასოდეს სურდათ."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×