logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ცუდია, ჩემს გამო რომ ჟორჟოლიანი და მისი ჯოგი ჩემს შვილს ლანძღავდა...
- +

6 ნოემბერი. 2017. 11:52



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ:


1. მთავარი და უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კორკოტასებრნი ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს ქმნიან და არა ის, რომ კორკოტა რომელიღაც ორპროცენტიანი არხიდან ტალახს ისვრის.

 

2. ერთი ხელით კუკავაზე და ბურჯანაძეზე დაყრდნობით სიუჟეტებს ამზადებდე იმაზე, ვინ ვისთანაა გარიგებული, ახვლედიანს იწვევდე და იმაზე ალაპარაკებდე, რომ ევროპაში ინცესტი ლეგალურია და მეორე ხელით სხვა არხებს მოუწოდებდე, კორკოტას ტრიბუნა არ მისცეს - არის კომიკური.

 

3. ის, რომ ერთმანეთის შვილებს ვეხებით, არის ცალსახად ცუდი. კიდევ უფრო ცუდია, შენს შვილს რომ შეეხებიან, მაშინ რომ გახსენდება, სხვის შვილებს რომ არ უნდა შეეხო. ცუდია, ჩემს გამო რომ ჟორჟოლიანი და მისი ჯოგი ჩემს შვილს ლანძღავდა, ცუდია, კორკოტას გამო რომ გვარამია კორკოტას შვილს სთხოვს პასუხს, ცუდია, ნანუკას შვილს რომ ნანუკას გამო აგინებენ.

 

გასაგებია, რომ ყველა საკუთარი სიბინძურის ხარისხის მიხედვით აძლევს თავს გასაქანს, შვილების ლანძღვისას - მაგრამ პრინციპი ერთია", - წერს ჩერგოლეიშვილი.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner