logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: რა უპატიებელი ჩაიდინა, რომ სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი?!
- +

6 ნოემბერი. 2017. 15:06

 

 

თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთო აბესაძის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 


„ჯერ რა ადვოკატები იცავენ ამ საწყალს, რომ მისი „ფსიქოლოგიური მდგომარეობა" აშფოთებთ, ან რა სისულელეში მოჰყვა ეს ბავშვი ისეთში, რა უპატიებელი ჩაიდინა? ბოლოს და ბოლოს ნარკოტიკით მოვაჭრეებს მისტიროდა მთელი თბილისი და 28 წლის ახალგაზრდა კაცმა, სამოხელეო დანაშაულის გამო სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი? მისი კარიერა ხომ დასრულდა ამ დანაშულით. მან საკმაოზე მეტი როზგი მიიღო თავისი მიამიტობისათვის, მადლობა ყველას, ვინც ეს კორუფციის ფაქტი აღკვეთა, მაგრამ უნდა დაინვალიდდეს აუცილებლად ეს ახალგაზრდა კაცი? „მოპედის" ყიდვა მინდოდაო, არ ვიცი, რამდენად მართალია. არც ის ვიცი, ვინ არბენინებდა მას, წინასწარ მიჩენილ ხალხთან ფულის სათხოვნელად, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ციხის რეჟიმი მისთვის სრულიად ზედმეტია", - წერს გიორგობიანი.


შეგახსენებთ, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.








 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner