logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: ჯანსუღ ჩარკვიანის წასვლა იმ ქვეყნად, გარკვეული ეპოქის დასასრულს გავს!
- +

9 ნოემბერი. 2017. 04:30



„სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ჩემთვის უსაყვარლესი და დიდად საპატივცემულო სახალხო პოეტის, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ გული დამწყვიტა. უამრავი რამ მახსენდება მასთან ურთიერთობის. სასწაული ნიჭის კაცი, რომელსაც თავისი უნიკალური სიტყვით თუ იუმორით, რთული სახელმწიფოებრივი საკითხების დარეგულირება შეეძლო. მისი წასვლა იმ ქვეყნად, გარკვეული ეპოქის დასასრულს გავს, რადგან თვითონ იყო ეპოქალური პიროვნება, რომელმაც უმდიდრესი საუნჯე დაუტოვა ჩვენ ქვეყანას. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ საქართველოს. თვალცრემლიანნი ვემშვიდობებით ბატონ ჯანსუღს , მისისვე ლექსის სიტყვებით!

 

ლამაზი სიკვდილი!

 

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,

შემოასკდება როცა ალუბალს

მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

როცა კვირტები აფეთქდებიან,

როცა სიმღერას იტყვი სასურველს,

როცა ირმები დაფეთდებიან,

მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,

როცა მიწაზე მზე და დარი დგას,

ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს

და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის

საგვირილოდ და საენძელოდა,

ირემი ირემს ბალახს გაუწვდის

და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.

როცა ძეწნები ატირდებიან

და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,

შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,

ავტირდები და ავხარხარდები.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,

აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,

გავდიადდები, გავსულდიდდები

და ავენთები მამულს კელაპტრად.

დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,

ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,

მერე მოვკვდები ისე ლამაზად,

ვით დაიბადა ეს ყველაფერი", - წერს მამალაძე.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner