logo_geo
eng_logo
„ონიანო ნუ გეშინია, არ დაგხვდება ისეთი ჯოჯოხეთური ციხე, როგორიც თქვენი სისხლიანი რეჟიმის დროს იყო!“
- +

9 ნოემბერი. 2017. 04:36


 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ონიანო, ნუ გეშინია! არ დაგხვდება ისეთი ჯოჯოხეთური ციხე, როგორიც თქვენი სისხლიანი რეჟიმის დროს იყო!

აგერ ნახავ, მოგეწონება კიდეც!" - წერს ლილუაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის ოთხივე მუხლში გაამტყუნა. საბოლოოდ, მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.


პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე „ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner