logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: მიბაძეთ პატივცემულებო!
- +

9 ნოემბერი. 2017. 10:09


 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი პატივისცემა მარიამ ჯაშს! ასე, უბრალოდ და ადამიანური ემოციით! მიბაძეთ პატივცემულებო!" - წერს ლილუაშვილი.

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ ფეხბურთელ გურამ კაშიას მონაწილეობით ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა.


„შესაბამისად, გადაჭარბებულად მოხდა თუნდაც დროის რესურსის დათმობა აღნიშნული თემისთვის. ჩემი პოზიციაა - არა ძალადობას და არა ლგბტ პროპაგანდას.

 

საკმარისი საზოგადოებრივი ჩართულობა არ გვაქვს, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს მოიცავს. ეს, ბუნებრივია, ასევე მოიცავს ნებისმიერი ქვეყნის კულტურული საფუძვლების და ტრადიციულ ჭრილში განხილვას. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, რომელსაც არ სჭირდება ასეთი დაპირისპირებული პოზიციები", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner