logo_geo
eng_logo
თაკო კვირტია: საჯარო მადლობა თემურ თორდინავას, რომ იყო საუკეთესო ხელმძღვანელი!
- +

14 ნოემბერი. 2017. 14:32


 

„ამ სამი წლის განმავლობაში არასდროს მითქვამს ამ ადამიანისთვის მადლობა და მგონი, ახლა ამის დრო დადგა: საჯარო მადლობა ჩემს ყოფილ უფროსს და ახლა უკვე მეგობარს თემურ თორდინავას იმისთვის, რომ იყო საუკეთესო ხელმძღვანელი!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თაკო კვირტია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2014 წლიდან მოყოლებული ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და ამ ადამიანის პროფესიონალიზმში არაერთხელ დავრწმუნდი. ეს არის სრულიად განსხვავებული ტიპის მენეჯერი, თანამედროვე ადამიანი, რომელიც უწყებას კაბინეტიდან არ მართავს. თავის ორ კვადრატულ ოთახში მისი ნახვა თითქმის შეუძლებელი იყო, თანამშრომლები სხვადასხვა სამსახურების ოთახებში ვეძებდით უფროსს, ამიტომაც ის კომპეტენტურია ყველა სფეროში - ბაღის მენიუში კალორაჟით და სააღმზრდელო ოთახის კედლის ფერით დაწყებული, საკანონმდებლო ნიუანსებით დამთავრებული.

 

ხშირად უწევდა არაპოპულარული და ზოგჯერ, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც, რის გამოც ბევრი ნერვიულობაც გადაიტანა და მტერიც გაიჩინა, მაგრამ მთავარი ყოველთვის იმ საქმის ინტერესები იყო, რომელსაც ემსახურებოდა.

 

ყოველთვის ვიამაყებ იმ საქმეებით, რომელიც თემურ თორდინავას ხელმძღვანელობით გაკეთდა. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებებით, ძლიერი ნებისყოფით. ხშირად მეგონა, რომ გარკვეული ფაქტი იყო მისი ნერვების კულმინაცია, თუმცა ჩვეული სიმშვიდით აგრძელებდა საქმეს.

 

დღეს პირველად ვაქებ. რადგან ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის კრიტიკას ისმენდა და მოთმინებით მიტანდა. მჯერა, რომ დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო რესპონდენტია.

 

ძალიან მარტივია, იყო მართალი ადამიანის პიარი და მე ეს კომფორტი ამ სამი წლის მანძილზე მქონდა!

 

მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. სადაც უნდა იყოს, ვიცი, რომ ყველგან წარმატებული იქნება!" - წერს კვირტია.







 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner