logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: 1990 წლის 14 ნოემბერი ჩემს ცხოვრებაში გაუხუნარ დღედ დარჩება!
- +

14 ნოემბერი. 2017. 21:23


 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1990 წლის 14 ნოემბერი ჩემს ცხოვრებაში გაუხუნარ დღედ დარჩება! გარდა იმისა რომ ისტორიული მნიშვნელობის თარიღია, 1990 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" გამარჯვების შემდეგ, მუშაობას შეუდგა ქართველი ერის ნდობის გამომხატველი უზენაესი საბჭო. 14 ნოემბერს ჩატარდა პირველი სესია! თავად სესიის მიმდინარეობას ცხადია იმხელა ეფექტი არ მოუხდენია, რამდენადაც მთავრობის სასახლის თავზე ეროვნული შინდისფერი დროშის აღმართვა, ჰიმნ „დიდების" თანხლებით... საღამო ხანი იყო და ათასობით მომიტინგე არ იშლებოდა მთავრობის სასახლის წინ, ზანზარებდა იქაურობა ტაშით და სკანდირებით... ათასობით ბედნიერ სახეს ვუყურებდი... ასეთი მოვლენის დავიწყება შეუძლებელია! ვულოცავ ყველა ღირსეულ მამულიშვილს!" - წერს შონია.







 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner