logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: მებრალება ქართული მედია, „ნაციონალების“ ამ არაოფიციალურ პრესსამსახურს კოლეგად რომ მიიჩნევს!
- +

20 აპრილი. 2016. 00:24


 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„ეს 2 საათია „რუსთავი 2"  გაშმაგებული დაუნდობლობით უიმედობასა და დეპრესიაში აგდებს საზოგადოებას. ამ არხის იგივე გუნდი, ნაციონალების ჯალათი რეჟიმის მმართველობისას გოშიასავით კუდს აქიცინებდა და საკონცენტრაციო ბანაკად ქცეული ქვეყნისგან გებელსური შემართებით ჯღაბნიდა "დემოკრატიის შუქურას".

 

ძალიან მებრალება ქართული მედია, „ნაციონალური მოძრაობის" ამ არაოფიციალურ პრესსამსახურს კოლეგად რომ მიიჩნევს და ვერ ბედავს იმის აღიარებას რომ ქვეყანაში თავისუფალი მედიის, პროფესიონალიზმის და მორალის ნგრევა და დისკრედიტაცია ხდება."


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner