logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: ეს არის თავი და თავი დღევანდელი უბედურების...
- +

7 დეკემბერი. 2017. 00:25



მსახიობიო თემურ გვალია სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. თან ვფიქრობ, რა უნდა გაეკეთებინათ 16-17 წლის ბავშვებს ისეთი, რომ მოსაკლავად გაემეტებინა ვინმეს.

რა თქმა უნდა, ყველა დროში ხდებოდა მსგავსი მკვლელობები და მომავალშიც მოხდება ალბათ, მაგრამ ადრე შიში იყო. შიში იმისა, რომ ვინმე ვინმეს თუ მოკლავდა, გარეთაც და ციხეშიც ეკითხებოდნენ - რატომ? ამ კითხვაზე მკვლელს უნდა გაეცა პასუხი. და თუ ეს პასუხი ვერ იქნებოდა გამამართლებელი მკვლელის საქციელისა, იგი ისჯებოდა ქუჩაშიც, ციხეშიც და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო-დამალულიყო. შიში იყო, შიში! სთხოვდნენ პასუხს და ვალდებული იყო აეხსნა თავისი საქციელი... და თუ ვერ ახსნიდა, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცეოდა. დიახ, ყველაფერი ასე იყო.

ჩვენ კი ყველაფერ ძველზე უარი ვთქვით და იმას ვერ ვხდებით რომ ამ ძველს ისეთი ძვირფასი და გასაფრთხილებელი რაღაცეები გავაყოლეთ, რასაც ადამიანური ნორმა ჰქვია. ნორმა და ვალდებულება!

დღეს? რა ხდება დღეს? დღეს უმეტესობას არ ეშინია, რომ პასუხს მოსთხოვენ ან სამეზობლოში, ან სამეგობროში, ან უბრალოდ ქუჩაში თუ ციხეში. დღეს ყველაფერ კაცურზე და ვაჟკაცურზე უარი ითქვა.

სამაგიეროდ ნაწილი ახალგაზრდობის, და არა მხოლოდ ახალგაზრდობის, ერთმანეთს ეჯიბრება პიდარასტობაში, ერთმანეთის ჩაშვებაში, გოთვერნობაში და ათას მამაძაღლობაში... ეს არის დღევანდელი რეალობა... არავინ არავის სათანადო პასუხს არ სცემს ნამოქმედარზე... იცის ამა თუ იმ არაკაცური საქციელისთვის, რომ არ მოსთხოვს არავინ არავის და იმიტომაც ხდება ეს უბედურებები.. „საზოგადოებრივ ანარქიას" დავარქმევდი ამ ყველაფერს.

მე ამას ვწერ ახლა და იმ საცოდავი ბავშვების ოჯახები თუ ახლობლები გლოვობენ, ემშვიდობებიან მათ... და კითხვაზე „რატომ", მაინც არ იქნება ამომწურავი პასუხი...

იღრიჭინეთ ახლა პრადვინუტო პიდარასტებო ქუჩის აკადემიაზე თუ ქართულ „ჩოხა-ახალუხზე"... ჯერ სად არის... კანონებმა შეიძლება ქვეყანაში ოდნავ შეცვალოს ეს სამარცხვინო რეალობა, მაგრამ ადამიანებში შეგნება და სიყვარულის გრძნობის განცდა რომ უკან-უკან იხევს ეს ფაქტია.

დაიკარგა ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთობები, ზრდილობა, მორიდება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და მრავალი სხვა... აი ეს არის თავი და თავი დღევანდელი უბედურებების... 

უფალო უშველე გზას აცდენილ, დაყრუებულ, ბრმა, უსაქციელო საქართველოს!" - წერს თემურ გვალია.










 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner