logo_geo
eng_logo
თამარ მოლაშვილი: მე ასეთი აკაკი შანიძე მახსოვს...
- +

21 აპრილი. 2016. 04:18


მე ასეთი აკაკი შანიძე მახსოვს..."- სოციალური ქსელის წევრი თამარ მოლაშვილი აკაკი შანიძეს იხსენებს:



კეკელიძის ქუჩის დასაწყისში, არ მახსოვს რომელი სართული იყო, ზარი დავრეკე.

კარი ბატონმა აკაკიმ გამიღო. უკვე ღრმად მოხუცებულიყო. თავისი სამუშაო კაბინეტისაკენ გამიძღვა. ამ დროს მის შვილიშვილთან, მზექალა შანიძის ქალიშვილთან, ქეთევან ამირეჯიბთან ჯერ არ ვმეგობრობდი.

 

სითამამე მეკლდა, ლეგენდა კაცს ვეხებოდი. მახსოვს ზუსტად ეს მაგიდა. მაგიდა სავსე იყო წიგნებით. თავის სკამზე დაჯდა. მე მაგიდის მეორე მხარეს მომიწია დაჯდომა. მეოთხე კურსზე ვიყავი. ფილოლოგიასთან შეხება არ მქონდა. იმ დროს ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

 

საინგილოში ვაპირებდით სტუდენტები წასვლას. წიგნები მიგვქონდა ინგილო ბავშვებისათვის. მაშინაც ცელქი ვიყავი. მაშინაც მიკრძალავდნენ ასეთ სითამამეებსს. მაშინაც ამ აკრძალვას არ ვეპუებოდი.

 

მის წიგნზე ავტოგრაფის დაწერა ვთხოვე.

 

საოცარი თავმდაბლობა. როგორ ვიყო უფლის უმადური, როცა ამ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება მეძლეოდა.

დიდხანს ვისაუბრეთ. ბოლოს, რომ გაიგო, ქიმიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მითხრა:

-კარგი ქართულის მასწავლებელი გყოლია.

ჩემი მასწავლებელი იმ დროს წიგნი იყო.

 

ადგა. როგორც კახეთში იტყვიან, დაფაცურდა. ერთი ზედმეტი წიგნი ჩემთვის გადმოიღო, წარწერა გააკეთა და კარისკენ ნელ-ნელა გამომაცილა.

 

მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ. სულ მალე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დღეს მის შვილიშვილს ქეთი ამერეჯიბს უკვე კარგად ვიცნობდი."


 

right_banner
არქივი
right_banner