logo_geo
eng_logo
„გაბედული და უშიშარი პარლამენტარის მონახვა ძალიან გამიჭირდა...“- ზვიად ტომარაძემ პარლამენტში სამი კანონპროექტი შეიტანა
- +

21 აპრილი. 2016. 22:10



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი" ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მან პარლამენტში სამი  კანონპროექტი შეიტანა.



„დღეს საქართველოს პარლამენტში შევიტანე საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი (3 კანონპროექტი).

რის მიხედვითაც:

 

1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონიდან ხდება ტერმინების: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღება.

 

2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან" ხდება ტერმინების: "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღება.

 

3. „საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსი" ხდება ტერმინის: "სექსუალური ორიენტაცია" ამოღება.

 

სავარაუდოდ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება ეს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე არ გავიდეს და თუ გავიდა ამ ინიციატივას მხარს რამდენიმე პარლამენტარი დაუჭერს, მაგრამ ერთის მხრივ ეს იქნება მორიგი ლუსტრაცია და მეორეს მხრივ კიდევ ერთ შანსის მიცემა დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა.

(რეგისტრაციის ნომერი 7522)

 

P. S. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც პირადად შევიტანე საკანონმდებლო წინადადების სახით, მანამდე ყოველთვის დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით გამქონდა, მაგრამ ამ საკითხზე გაბედული და უშიშარი პარლამენტარის მონახვა ძალიან გამიჭირდა..."


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner