logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: დიახ, საქართველო ნამდვილად „არ არის პატარა, თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი!“
- +

22 აპრილი. 2016. 01:24



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ევრო საბჭოში საქარველოს პრემიერ- მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას აფასებს:


„იმიტომ არა, რომ სუბიექტური ვარ და ჩვენი ქვეყნის პრემიერზე ვსაუბრობ, იმიტომ არა, რომ ის „ქართული ოცნების" ლიდერია და სწორედ მას ვგულშემატკივრობ, არამედ იმიტომ, რომ დღეს პირადად ვესწრებოდი გიორგი კვირიკაშვილის ერთსაათიან გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და თავად ვხედავდი თუ ვგრძნობდი იმ ატმოსფეროს და იმ ემოციას, რაც ახლდა მის ურთიერთობას აუდიტორიასთან.

 

პროგრესული, გაწონასწორებული, გულწრფელი, ევროპული ღირებულებებისადმი ერთგული და ამავე დროს თავისი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტი, ღირსეული ლიდერი დაინახა დღეს აქ ამ საზოგადოებამ.

 

დიახ, საქართველო რომ ნამდვილად „არ არის პატარა, თავზე ხელწამოსაკრავი ბიჭი", სწორედ ამაში უნდა დარწმუნებულიყვნენ ჩვენი კოლეგები დღეს, კიდევ ერთხელ.

პრემიერმა აჩვენა, რომ მართალია, ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს დასაძლევი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა არ შეიძლება ევროპაში არ დაინახონ და სათანადოდ არ შეაფასონ ის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და აღარასოდეს დაუბრუნდება 2012 წლამდე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა და რომ ოპოზიციონერობა ან პოლიტიკური თანამდებობა არ წარმოადგენს იმუნიტეტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაციები ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ თითქოსდა პოლიტიკური მოტივებით დევნის თაობაზე, ქართულ საზოგადოებას ესაუბრო დღეს ამაზე, ნიშნავს იმას, რომ ფეხქვეშ თელავ იმ ასეულობით დაზარალებულის ღირსებას, ვინც რეჟიმის მსხვერპლია და დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია.

სწორედ, სამართლიანობის დამკვიდრება და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა რჩება უმთავრეს მიზნად, როცა ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და ამ რთულ გზაზე, ქვეყნის ევროპასთან ასოცირების გზაზე, ჩვენ გვჭირდება ევროპელი კოლეგებისგან არა მხოლოდ კრიტიკული რეზოლუციები, არამედ ობიექტური და სამართლიანი შეფასებები, დახმარება და რეკომენდაციები. ჩემი აზრით, ბევრ სხვა მნიშვნელოვან ასპექტთან ერთად, ეს სულისკვეთება ახლდა პრემიერის დღევანდელ გამოსვლას ევროპის საბჭოში."- აღნიშნავს კობახიძე. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner