logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: პირველად ვწერ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს...
- +

26 დეკემბერი. 2017. 20:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„პირველად ვწერ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს... ცხოვრებაში ხდება, რომ შეიძლება სულ რამდენიმე დღით გადაიკვეთოს ადამიანთა გზები, მაგრამ სწორედ იმ რამდენიმე დღეში აღმოაჩინო უდიდესი მეგობარი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გაგახსენებს და გასწავლის, გაგაოცებს უსაზღვრო სიყვარულით ადამიანების და საკუთარი ქვეყნისათვის გადასადგმელი თითოეული, თუნდაც მცირე ნაბიჯის მიმართ... ბატონი კოტეს თითოეული სიტყვა მართალ გზაზე გადიოდა და შენც გიწვდიდა ხელს, რომ ღიმილით და საოცარი იუმორით გაემარტივებინა ამ რთულ, მაგრამ სწორ გზაზე სიარული... მადლობელი ვარ, რომ მქონდა ბატონ კოტე ზალდასტანიშვილთან - საქართველოს გამორჩეულ დიპლომატთან და უდიდეს ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება...", - წერს მარიამ ჯაში.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner