logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ორივე შვილის მკვლელობაში, სიცოცხლის ბოლომდე ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდა!
- +

9 იანვარი. 2018. 21:20


 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზვიად გამსახურდია და ირაკლი გოცირიძე... გაზეთ „იბერია-სპექტრის" მთავარი რედაქტორი, აკრძალული გაზეთის და დევნილი გაზეთის! ჟურნალისტი რომელიც თავისი პროფესიის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა! მან პირველმა წამოიწყო გამოძიება 1989 წელსვე 9 აპრილის ტრაგედიაზე, კრემლის კარამდეც მივიდა და პარტ ნომენკლატურის უმაღლესი ეშელონები შეაძრწუნა. დამნაშავე? როდიონოვთან ერთად გორბაჩოვი, იაზოვი და შევარდნაძე!

 

ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, კრიმინალური ხუნტა მასპინძლობს გენშერს და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი გოცირიძე მიმართავს გენშერს, რომ თუ გრძნობს თავს უხერხულად ხუნტის მეთაურის გვერდით ყოფნის დროს. პრესკონფერენციას თავად შევარდნაძეც ესწრებოდა....

 

1993 წელი და ირაკლი გოცირიძე აღმოჩნდება, სხვა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო კომენდატურის საკანში, სადაც ხუნტის ჯალათები უცხადებენ: შეაგინე გამსახურდიას და გაგათავისუფლებთო, მაგრამ მაშინ ის ირაკლი გოცირიძე არ იქნებოდა! ასაკოვანი კაცი ავტომატის კონდახებით სცემეს და მიწისქვეშა საკანშიც მოათავსეს...მაგრამ რაც ყველაზე შემზარავი იყო, მისი სიმართლე და მისი ოჯახის მხარდაჭერა ზვიად გამსახურდიასადმი, ორი ვაჟიშვილის შემაძრწუნებელი მკვლელობით დასრულდა! ირაკლი გოცირიძე ორივე შვილის მკვლელობაში, სიცოცხლის ბოლომდე ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდა!

ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს ეროვნული მოძრაობის მიტინგებზე. (ქვემოთ კომენტარებში ვდებ ფოტოს, მე და ირაკლი გოცირიძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მიტინგზე კოლხურ კოშკთან)... ბოლოს ერთმანეთს მაჩაბლის ქუჩაზე, მრგვალი მაგიდის პრესკონფერენციაზე შევხვდით, მხნედ იყო, ისტორიულ მრგვალ მაგიდასთან იჯდა, სიტყვით გამოსვლის დროს ფეხზე წამოდგა და დაიწყო საუბარი, როგორც სჩვეოდა ემოციით და საქართველოს მტრების მიმართ მწარე სარკაზმით...ასე ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულადვე წავიდა ამ ქვეყნიდან..." - წერს ირაკლი შონია.

 



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner