logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: შოკირებული ვარ...
- +

10 იანვარი. 2018. 18:28



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გია ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„გია ჭანტურია!!! შოკირებული ვარ გიას გარდაცვალებით. მისი ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდია. რომ არა გია, მისი განუზომელი ნიჭი, შრომისმოყვარეობა, კომპეტენცია, ავტორიტეტი დღეს არავინ იცის სად ვიქნებოდით, რადგანაც არ იარსებებდა არანაირი ენერგეტიკული დერეფანი და საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი იქნებოდა ნულზე ოდნავ მაღლა, მხოლოდ. ზოგიერთს რომ ჰგონია, რომ ენერგეტიკული დერეფანი, ბაქო-სუფსით დაწყებული და BTC -ით დამთავრებული, რაც ამყარებს და იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას თავისით გაჩნდა ასე არაა. ამ საქმეს დასჭირდა თავდადებული შრომა იმ ადამიანებისა, ვინც დღეს მივიწყებულია და მათ შორის გია ჭანტურია იყო უპირობო ლიდერი. გია ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გაიხარჯა. გიას შეეძლო კიდევ ბევრი სიკეთე მოეტანა საქართველოსთვის, მაგრამ ახლოს აღარ გაიკარეს, რადგანაც იყო ძალიან ძლიერი.

 

უსაშველოდ დაგვწყვიტა გული, დარწმუნებული ვარ ყველას, ვინც მას ახლოს ვიცნობდით და ვმეგობრობდით მასთან. ნათელი დაადგეს მის სულს. დიდი დანაკლისია, ძალიან დიდი.

 

განსაკუთრებით საწყენია, რომ იგი ბოლო წლებში მოწყვეტილი იყო სამშობლოს, რომლის წინაშეც მისი ღვაწლი განუზომლად დიდია და იგი წავიდა ისე, რომ სათანადოდ ვერ დაფასდა საკუთარ სამშობლოში, რაც ისტორიული გამოცდილებით არც გვიკვირს. თუ ვინმეს ეკუთვნოდა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, გაკეთებული საქმეებისთვის, სწორედ გია ჭანტურიას ეკუთვნოდა და ეკუთვნის... მშვიდობით!..." - წერს კვაჭანტირაძე.

 

ცნობისთვის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner